Thumbnail

მარცხი ნახევარფინალში - სხულუხია და ოდიკაძე ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • მირზა სხულუხია და ელიზბარ ოდიკაძე ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
  • ხინჩეგაშვილი და კენჭაძე რეპეშაჟში ვერ იჭიდავებენ

იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 2 წევრი ნახევარფინალში გავიდა და დამარცხდა. მირზა სხულუხია (70 კგ) და ელიზბარ ოდიკაძე (97 კგ) ბრინჯაოს მედლებისთვის იჭიდავებენ.

სხულუხიამ ნახევარფინალი პოლონეთის სახელით მოჭიდავე მაგომედმურად გაჯიევთან 1:4 დათმო და ბრინჯაოს მედლისთვის მაკედონიელ ფატი ვესელსა და თურქ ჰაიდარ იავუზს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ოდიკაძემ ნახევარფინალი რუს აბდულრაშიდ სადულაევთან 0:6 წააგო. ჯერჯერობით უცნობია ელიზბარის მეტოქე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში. სამწუხაროდ, ლადო ხინჩეგაშვილისა და ნიკა კენჭაძის მომგებმა მოჭიდავეებმა ფინალში ვერ გააღწიეს და ორივე ქართველი რეპეშაჟს მიღმა დარჩა.

კომენტარები

ბოლო ამბები