Thumbnail
  • პოლ სქოულზმა ინტერვიუში პოლ პოგბაზე ისაუბრა
  • იუნაიტედის ყოფილ ნახევარმცველს რაღაცები არ მოსწონს

მანჩესტერ იუნაიტედის ყოფილმა ნახევარმცველმა პოლ სქოულზმა პოლ პოგბას ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პროცესზე ისაუბრა. ცნობილია, რომ მანკუნიანელთა ფრანგი ნახევარმცველი ცალკე, ინდივიდუალურად ვარჯიშობს - მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე შეუძლია გუნდთან ერთად ვარჯიში. სქოულზის თქმით, ამას იუნაიტედის ლეგენდარული მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი არ დაუშვებდა.

პოლ სქოულზი და სერ ალექს ფერგიუსონი

“არა მგონია, რომ ფერგიუსონს ასეთ რამეზე თანხმობა ეთქვა. დღეს ფეხბურთელები რაღაცებს თავიანთი ინიციატივით აკეთებენ, გარკვეულ პროცედურებს თვითნებურად იტარებენ. ჩემი გუნდში ყოფნის დროს ფერგის ასეთი რამ არასდროს დაუშვია,” - განაცხადა სქოულზმა BBB Radio 5 Live-თან ინტერვიუში. მანჩესტერ იუნაიტედში ვარაუდობენ, რომ პოგბა მოედანს მარტში დაუბრუნდება.

შეგახსენებთ, რომ პოლ პოგბა იუნაიტედში 2016 წლის ზაფხულში, ტურინის იუვენტუსიდან გადავიდა და მანკუნიანელებმა მის სანაცვლოდ 105 მილიონი ევრო გადაიხადეს. არ წყდება საუბრები იმის შესახებ, რომ ფრანგს იუვეში დაბრუნება სურს. პოგბამ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე პასი გააკეთა. მანჩესტერ იუნაიტედს 25 თამაშში 35 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილზეა. ოლე გუნარ სულშერის გუნდი მომდევნო მატჩს 18 თებერვალს, ლონდონის ჩელსისთან სტუმრად გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები