Thumbnail

111 მილიონი ლაუტაროში – ბარსელონა არგენტინელის ტრანსფერისთვის ემზადება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბარსელონა ინტერის ფორვარდის შეძენას ზაფხულში ეცდება
  • ლაუტარო გონსალესის გადაბირება რეალსაც სურს

ესპანური ბარსელონა მზადაა მილანის ინტერის ფორვარდ ლაუტარო მარტინესის სანაცვლოდ 111 მილიონი ევრო გადაიხადოს.

Mundo Deportivo-ის ცნობით, ეს გადაწყვეტილება გუნდის მთავარი მწვრთნელის კიკე სეტიენის, სპორტული დირექტორის ერიკ აბიდალისა და აღმასრულებელი დირექტორის ოსკარ გრაუს შეხვედრაზე იქნა მიღებული.

გამოცემის თანახმად, ტრანსფერი ივნისში იქნება განხორციელებული.

ადრე გავრცელებლი ცნობის თანახმად, არგენტინელი თავდამსხმელის გადაბირებას მადრიდის რეალიც ეცდება, ამდენად, ინტერს სოლიდური შემოსავლის მიღების იმედი უნდა ჰქონდეს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ლაუტარო ჩინებულად გამოიყურება. მას სერია A-ს 20 მატჩში 11 გოლი და 4 საგოლე პასი გააჩნია.

კომენტარები

ბოლო ამბები