Thumbnail
  • ისკოს დამატება ლონდონის არსენალს, ჩელსის და მანჩესტერ სიტის სურთ
  • სამეფო კლუბი მიღებულ თანხას პსჟ-ის ფორვარდის ტრანსფერს მოახმარს 

მადრიდის რეალის ნახევარმცველი ისკო რამდენიმე ინგლისურ კლუბს აინტერესებს. ლონდონის არსენალი, ჩელსი, და მანჩესტერ სიტი მზად არიან, მომავალ ზაფხულს 27 წლის ესპანელის სანაცვლოდ 63 მილიონი ფუნტი გადაიხადონ. 

იუწყებიან, რომ განსაკუთრებით "მეთოფეთა" მთავარი მწვრთნელი მკელ არტეტა და მანჩესტერ სიტის თავკაცი ხოსეპ გვარდიოლა აქტიურობენ, რომლებიც ფიქრობენ, რომ ნახევარდაცვის ხაზში გაძლიერება სჭირდებათ და ისკო შესაფერისი კანდიდატია.

ზინედინ ზიდანს ისკოს შენარჩუნების დიდი სურვილი არ აქვს 

თავის მხრივ, მადრიდის რეალის პრეზიდენტი ფლოდენტინო პერესი ისკოს გაყიდვით გარკვეული თანხის მიღებას იმედოვნებს, რასაც ზაფხულში პარი სენ-ჟერმენის თავდამსხმელის კილიან მბაპეს ტრანსფერს მოახმარს.

ცნობილია, რომ 21 წლის ფრანგი ფორვარდი მადრიდული გუნდის მთავარი მწვრთნელის ზინედინ ზიდანის პრიორიტეტული სამიზნეა და კლუბი ყველაფერს გააკეთებს, რათა ეს ტრანსფერი განახორციელოს.

რეალი ისკოში მიღებულ თანხას კილიან მბაპეს ტრანსფერს მოახმარს

ისკო მადრიდის რეალში მალაგადან, 2013 წელს გადავიდა. ფეხბურთელმა მადრიდული გუნდის მაისურით ესპანეთის ჩემპიონობა, ესპანეთის თასი და ოთხჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო. მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა რეალის მაისურით ლალ ლიგის 14 მატჩში (9 ძირითადში) ითამაშა და ერთი გოლით გამოირჩა.

ისკოს მადრიდის რეალთან კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, მის პირობით სატრანსფერო ფასად კი transfermarkt 50 მილიონ ევროს ასახელებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები