Thumbnail
  • ჯეიმს მედისონი ლესტერში 2018 წლის ზაფხულში გადავიდა
  • ნახევარმცველის შეძენა ოლე გუნარ სულშერს უნდა

ჯეიმს მედისონი პრემიერლიგის წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე და ლესტერ სიტის ლიდერია. ინგლისელი "მელიებს" 2018 წლის ზაფხულში, ნორვიჩიდან შეუერთდა.

ნახევარმცველის კარგი თამაში გრანდებს არ გამოპარვიათ და მისი შეძენით ზამთრის სატრანსფერო პერიოდში რამდენიმე გუნდი ინტერესდებოდა, თუმცა 23 წლის ფეხბურთელი ლესტერში დარჩა.

ზაფხულში მედისონის შეძენა განსაკუთრებით მანჩესტერ იუნაიტედს სურს. "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ფიქრობს, რომ ზაფხულში ჯეიმსს დაიმატებს და მას ხელფასის სახით კვირაში 200 000 ფუნტს სთავაზობს. ინგლისელი ლესტერში კვირაში 55 000 ფუნტს იღებს.

მედისონს ლესტერთან კონტრაქტი 2023 წლამდე აკავშირებს და მისი შეძენა დიდი თანხა დაჯდება. თუ "მელიები" ფეხბურთელს ახალი კონტრაქტს შესთავაზებენ, მათ ჯეიმსისთვის ხელფასის გაზრდა მოუწევთ, თუმცა საეჭვოა, რომ იუნაიტედზე მეტის შეთავაზება შეძლონ.

Manchester Evening News-ის ინფორმაციით, მედისონს მანჩეტსერ იუნაიტედში გადასვლა სურს. აქედან გამომდინარე, თავად კლუბმა უნდა ისარგებლოს ამ ფაქტით და ფეხბურთელი 2020 წლის ზაფხულში დაიმატოს.

ჯეიმს მედისონმა პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში 24 შეხვედრა ჩაატარა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 3 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები