Thumbnail
  • UEFA.com-ის რეპორტიორებმა პერსპექტიული ახალგაზრდები დაასახელეს
  • 50 რჩეულ ფეხბურთელს შორის 18 წლის ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა

UEFA.com-ის რეპორტიორებმა კიდევ ერთხელ დაასახელეს ის 50 ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომლებმაც დიდი შანსია, ამ ერთი წლის განმავლობაში გაიბრწყინონ. აღსანიშნავია, რომ სიაში საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის რუბინის 18 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილიც მოხვდა.

"საქართველოს ჩემპიონატიდან რუსეთის პრემიერლიგაში გადაბარგებამ ნახევარმცველისთვის თვალსაჩინო სირთულეების გარეშე ჩაიარა. ცნობილი თავდამსხმელის, სულიკო დავითაშვილის 18 წლის ვაჟი საქართველოს პირველ ნაკრებში გამოდის", - წერს უეფას ოფიციალური საიტი.

უეფას რჩეულები:  რაფაელ ლეაუ, მირონ ბოადუ, რის ჯეიმსი და დიეგო ლაინესი

უეფას ტალანტების TOP 50-ში ასევე მოხვდნენ: 20 წლის პორტუგალიელი რაფაელ ლეაუ (მილანი), 19 წლის ნიდერლანდელი მირონ ბოადუ (ალკმაარი), 20 წლის ინგლისელი რის ჯეიმსი (ჩელსი), 19 წლის მექსიკელი დიეგო ლაინესი (ბეტისი), 18 წლის ინგლისელი მეისონ გრინვუდი (მანჩესტერ იუნაიტედი), 17 წლის ანსუ ფატი (ბარსელონა), 19 წლის შვედი დეიან კულუშევსკი (იუვენტუსი), 20 წლის იტალიელი ალესანდრო ბასტონი (ინტერი), 18 წლის ბრაზილიელი გაბრიელ მარტინელი (არსენალი) და სხვები.

ანსუ ფატიმ ლა ლიგაში ჩატარებულ 13 მატჩში 4 გოლი და 1 საგოლე პასი უკვე მიითვალა

ზურიკო დავითაშვილი ყაზანურ გუნდში თბილისის ლოკომოტივიდან, 2019 წლის ზაფხულში გადაბარგდა. ახალგაზრდა ნახევარმცველმა რუსეთის პრემიერლიგის 15 მატჩში ითამაშა და 1 გოლით გამოირჩა. 

ზურიკომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩის ჩატარება მოასწრო. დებიუტი სამხრეთ კორეასთან ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) ჰქონდა, შემდეგ კი ევრო 2020-ის შესარჩევში, სტუმრად შვეიცარიასთანაც (0:1) ითამაშა.

კომენტარები

ბოლო ამბები