Thumbnail
  • ქუთაისის ტორპედო ახალი ფეხბურთელებით ძლიერდება
  • გიორგი ივანიშვილი ბოლოს ბოლნისის სიონში თამაშობდა

ქუთაისის ტორპედო ახალი სეზონისთვის ემზადება და ახალი ფეხბურთელებით ძლიერდება. მიხეილ აშვეთიას გუნდის კიდევ ერთი ახალწვეული გიორგი ივანიშვილია. 30 წლის შემტევი ნახევარმცველი შვეიცარიის მოქალაქეა, კარიერის მანძილზე კი არაერთ უცხოურ და ქართულ გუნდში უთამაშია.

ბოლოს, ივანიშვილი ბოლნისის სიონში თამაშობდა, იქამდე კი ერთი სეზონი დინამო თბილისში გაატარა. შვეიცარიული გუნდებიდან ყველაზე დიდ ხანს ბელინცონაში ითამაშა.

📝 გიორგი ივანიშვილი ტორპედოს ფეხბურთელია. ✅ ✍️ 30 წლის ფეხბურთელი შვეიცარიის მოქალაქეა. ტორპედოს ახალწვეულს შვეიცარიაში და პოლონეთში თამაშის გამოცდილება აქვს, მისი ბოლო კლუბი კი ბოლნისის სიონია. ⚫⚪️

Posted by F.C. Torpedo Kutaisi on პარასკევი, 14 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები