Thumbnail

ბელგიასთან ლობჟანიძის გარეშე - ქართველებმა ფრანგების თხოვნა გაითვალისწინეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვასილ ლობჟანიძე გასულ ორ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო
  • ბრივს ქართველის ნაკრებში წასვლა რთულ ვითარებაში ჩააგდებდა

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების ძირითადი 9 ნომერი ვასილ ლობჟანიძე მონაწილეობას ვერ მიიღებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩში.

შეგახსენებთ, რომ მოახლოებული შეხვედრა 22 თებერვალს ქუთაისის აია არენაზე გახლავთ დაგეგმილი, “ბორჯღალოსნების” მეტოქე კი ბელგიის ეროვნული გუნდი იქნება.

ამავე დღეს, ბრივი, რომლის ღირსებასაც ლობჟანიძე იცავს, TOP 14-ს ეგიდით აჟენს ესტუმრება და ქართველი ლეგიონერი კლუბში სწორედ ფრანგების თხოვნით დარჩება.

საქმე ის გახლავთ, რომ ბრიველებს ჟულიენ ბლანი დაუშავდათ, რომელიც მინდორზე გასვლას 3 კვირის განმავლობაში ვერ შესძლებს, კიდევ ერთი 9 ნომრის გაშვება კი კლუბს ურთულეს ვითარებაში ჩააგდებდა.

შესაბამისად, საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა გაითვალისწინა ბრივის თხოვნა, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთ ყველაზე “ქართულ” გუნდად ითვლება.

შეგახსენებთ, რომ ლობჟანიძის გარდა, ბრიველთა მაისურით თედო აბჟანდაძე, კარლენ ასიეშვილი, სოსო ბეკოშვილი, ოთარ გიორგაძე, ვანო კარკაძე, ლუკა ჯაფარიძე და ირაკლი ცხადაძე თამაშობენ.

აქვე ვთქვათ, რაგბი ევროპის ჩემპიონატის ორივე საწყის მატჩში (რუმინეთთანა და ესპანეთთან) ლობჟანიძე "ბორჯღალოსანთა" სასტარტო შემადგენლობაში იყო და მას მე-2 ტაიმში გელა აფრასიძე ცვლიდა.

კომენტარები

ბოლო ამბები