Thumbnail
  • მიუხედავად ასაკისა, ბუფონი საფეხბურთო კარიერას მაინც აგრძელებს
  • იტალიელი მეკარის კოლექციას დანიელ მალდინის მაისურაც შეემატა 

ბევრი ფეხბურთელი კარიერას 40 წლამდე ასრულებს. ცოტა თუ მოიძებნება ისეთი, რომელიც 42 წლის ასაკში კიდევ თამაშობს, თუმცა ჯანლუიჯი ბუფონი ერთ-ერთი მათგანია.

იტალიური და მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდა 28 იანვარს 42 წლის გახდა. მისი კარიერა 25 წელს მოიცავს. ამ დროის განმავლობაში მეკარემ ძალიან მაღალ დონეზე ითამაშა. ახლახან იტალიის თასის 1/2-ფინალში მილანი და იუვენტუსი დაუპირიპირდნენ ერთმანეთს და ბუფონმა ამ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო.

საინტერესოდ განვითარდა მოვლენები თამაშის დასრულების შემდეგ. ჟურნალისტებმა ჯანლუიჯი მილანის მაისურით ხელში შენიშნეს, შეაჩერეს და კითხეს, თუ ვის გამოართვა და რატომ. ბუფონმა მაისური გაშალა და თქვა, რომ იგი დანიელ მალდინის გამოართვა.

დანიელ მალდინი ლეგენდარული პაოლო მალდინის შვილია. 18 წლის ფეხბურთელს მილანის პირველ გუნდში დებიუტი სულ ცოტა ხნის წინ ჰქონდა. იგი მესამე მალდინია, ბაბუა ჩეზარეს და მამა პაოლოს შემდეგ, რომელმაც მილანის პირველ გუნდში ითამაშა.

ბუფონმა ახსნა თუ, რატომ გამოართვა მაისურა პატარა მალდინის.

"ჩემს კოლექციაში არის კიეზასა და მისი შვილის, ტურამისა და მისი შვილის, ვეას და მისი შვილის მაისურები, ახლა კი კოლექციას მალდინის და მისი შვილის მაისურები დაემატა. ველოდები მათ შვილიშვილებს", - განაცხადა ბუფონმა.

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ინტერი
  • ლაციო

კომენტარები

ბოლო ამბები