Thumbnail
  • ნიუ ორლეანს პელიკანსი 118:123 ოკლაჰომა სიტი თანდერი
  • ზაიონ უილიამსონმა პირადი რეკორდი გააუმჯობესა
  • ოკლაჰომას გალინარიმ და შრიოდერმა მოაგებინეს

ზაიონ უილიამსონმა ეს ისევ გააკეთა! 2019 წლის დრაფტის პირველმა ნომერმა ოკლაჰომასთან დაგროვებული 32 ქულით პირადი რეკორდი ერთი ქულით გააუმჯობესა და გარდა ამისა, რამდენიმე ძალიან მაგარი ჩატენვითაც გამოირჩა. მიუხედავად ამისა, თამაში სიტი თანდერმა მოიგო, რაც პირველ რიგში დანილო გალინარის დამსახურებაა.

იტალიელმა თავისი 29 ქულიდან 11 მეოთხე პერიოდში ჩააგდო, მათ შორის იყო მისი Fade-Away-ჯამპერი, რომლითაც საფინალო სირენამდე 4 წუთით ადრე, ანგარიში 112:111 გახდა და ამას მოჰყვა გალინარის ‘ცივსისხლიანი’ სამიანიც. მართალია, პელიკანსი სხვაობაც ამცირებდა, მაგრამ ისევ გალინარიმ და ბოლოს დენის შრიოდერის ჯარიმებმა თამაშის ბედი საბოლოოდ გადაწყვიტა.

გალინარის შემდეგ ოკლაჰომადან საუკეთესო სწორედ გერმანელი შრიოდერი გახლდათ, რომელმაც 22 ქულა დააგროვა. ორმაგი დუბლი შეასრულა სტივენ ადამსმა (11 ქულა, 11 მოხსნა), თუმცა მისი მთავარი ჰაილაითი პირველი ტაიმის მიწურულს, საკუთარი ნახევრიდან ჩაგდებული ბურთია - ეს მის კარიერაში პირველი წარმატებული სამქულიანიც გამოვიდა!

📺 ვიდეო: ნიუ ორლეანსი 118:123 ოკლაჰომა (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ჰიუსტონი
  • ტორონტო
  • ბოსტონი
  • ფილადელფია
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები