Thumbnail
  • ქართველ 20-წლამდელებს მორიგი მნიშვნელოვანი გამოცდა ელით
  • საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ზაფხულში ითამაშებს

საქართველოს 20-წლამდე მორაგბეთა ნაკრები მზადებას განაგრძობს მსოფლიოს 2020 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის, რომელიც 28 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით იტალიაში გაიმართება.

ილია მაისურაძის შეგირდებმა სექტემბრიდან დღემდე რამდენიმე შეკრება გაიარეს და დეკემბრის დასაწყისში სამხრეთ აფრიკის ნაკრებთან თბილისში ორი საკონტროლო მატჩიც გამართეს.

საქართველო-სამხრეთ აფრიკა
| 📷 საქართველოს რაგბის კავშირი

საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურის ცნობით, უმცროსი "ბორჯღალოსნები" 13 თებერვალს შევარდენის სანაკრებო ბაზაზე მორიგ სამდღიან შეკრებაზე შევიდნენ. ამჟამად, მწვრთნელის განკარგულებაში მხოლოდ ის მორაგბეები არიან, რომლებიც ქართულ კლუბებში თამაშობენ.

21 თებერვალს ახალგაზრდული ნაკრები უკვე საფრანგეთში მიემგზავრება და ქალაქ ლილის მახლობლად დაბინავდება, სადაც 20-წლამდელთა ჩემპიონატის ბოლო ორი წლის გამარჯვებულ საფრანგეთთან ორი საკონტროლო მატჩი ექნება – 26 თებერვალს და 1 მარტს.

საფრანგეთში გუნდს რამდენიმე ლეგიონერი შეუერთდება, მოთამაშეთა ნაწილს კი მწვრთნელები მომდევნო ტურნეზე, სამხრეთ აფრიკაში დაიმატებენ, სადაც აპრილის ბოლოს გაემგზავრებიან.

უმცროსი “ბორჯღალოსნები” თბილისურ შეკრებაზე

შერკინება: ლუკა ახვლედიანი (არმაზი), მამუკა მსტოიანი (აკადემია), ნუგზარ სომხიშვილი (არმია), გიორგი ჭანია (ლელო-სარასენსი); გუგა ტაბატაძე (ლელო-სარასენსი), საბა ხონელიძე (აია), გიორგი ტყეშელაშვილი (იუნკერები), ლევან სანიკიძე (არმაზი), ნიკა ნარმანია (არმაზი), ირაკლი მჭედლიძე (ლელო-სარასენსი); ვაჟა მაისურაძე (ყაზბეგი), გიორგი სინაურიძე (აია), ბექა ყორიაული (ლელო-სარასენსი), ლუკა კოხია (არმაზი), ლუკა ივანიშვილი (ჯიქი), დავით ლომიძე (ხარები), საბა კურტანიძე (ხვამლი), თორნიკე ზაქარიაძე (ლელო-სარასენსი).

ხაზი: გიორგი მარგალიტაძე (ლელო-სარასენსი), გუგა მარგველაშვილი (აია), ლუკა მატკავა (არმაზი); სანდრო მარგიანი (აკადემია), სერგი ჩხაიძე (იუნკერები), ნიკა ცინცაძე (ხვამლი), ლაშა ლომიძე (აია), ირაკლი სიმსივე (აია), გივი ცინცაძე (არმაზი), ლუკა ხეხელაშვილი (ლელო-სარასენსი), ზაურ ლუტიძე (ხვამლი), დემურ თაფლაძე (ლელო-სარასენსი), ოთარ ლაშხი (ლელო-სარასენსი), თემურ კოხოძე (აია), ზურაბ ქავთარაძე (ხარები), ნიკოლოზ ძნელაძე (აია), დავით გობეჯიშვილი (აია).

კომენტარები

ბოლო ამბები