Thumbnail

'ჩემს ასაკში ეს ნორმალურია' - პელემ თავის მდგომარეობაზე ისაუბრა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • ფეხბურთის მეფე ოპერაციის შემდეგ დამოუკიდებლად გადაადგილება ძალიან უჭირს 
  • 79 წლის ლეგენდა უარყოფს თავისი ვაჟის ნათქვამს, თითქოს ის ღრმა დეპრესიაში იყოს 

ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფეხბურთელმა პელემ უარყო თავისი ვაჟის სიტყვები იმასთან დაკავშირებით, რომ ფეხბურთის მეფე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, ღრმა დეპრესიაშია და კარჩაკეტილ ცხოვრებას ეწევა.

79 წლის ედსონ არანტეს დო ნასიმენტო პელემ მენჯის ძვლის ოპერაცია გაიკეთა და რეაბილიტაციას გადის, თუმცა მას დამოუკიდებლად გადაადგილება ძალიან უჭირს. 

"მადლობა ყველას, რომ შფოთავთ და ლოცულობთ ჩემთვის. მე კარგად ვარ. მალე 80 წელი შემისრულდება. ხან კარგი დღე მაქვს, ხან ცუდი და ეს ნორმალურია ჩემს ასაკში მყოფი ადამიანისთვის. შეზღუდვებს ღირსეულად ვეკიდები და ვცდილობ, რომ ბურთმა გორაობა დიდხანს გააგრძელოს".

პელე ერთადერთი ფეხბურთელია მსოფლიოში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონობა სამჯერ მოიპოვა - 1958, 1962 და 1970 წლებში. ბრაზილიელი კარიერის განმავლობაში მშობლიურ სანტოსსა და ამერიკულ ნიუ იორკ კოსმოსში გამოდიოდა.

კომენტარები

ბოლო ამბები