Thumbnail

ამხანაგური მატჩი | თბილისის ლოკომოტივმა სიხარულიძის დუბლით მოიგო

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლოკომოტივი თბ. 2:1 მარიუპოლი
  • გოლები: 0:1 იგნატენკო (2), 1:1 სიხარულიძე (14), 1:2 სიხარულიძე (27).

თბილისის ლოკომოტივი ახალი სეზონისთვის თურქეთში ემზადება. დედაქალაქურმა გუნდმა შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი გამართა და უკრაინულ მარიუპოლს დაუპირისპირდა. მატჩი ლოკომოტივის გამარჯვებით, 2:1 დასრულდა.

სამივე გოლი პირველ ტაიმში გავიდა. ანგარიში მე-2 წუთზე უკრაინელებმა გახსნეს, როდესაც თავი იგნატენკომ გამოიჩინა, რასაც მალევე ორი ქართული გოლი მოჰყვა. ორივე გოლი ირაკლი სიხარულიძემ შეაგდო. მეორე ტაიმი ორმხრივ იერიშებში წარიმართა, თუმცა მეტი გოლი აღარ გასულა.

ლოკომოტივი თბ. 2:1 მარიუპოლი

გოლები: 0:1 იგნატენკო (2), 1:1 სიხარულიძე (14), 1:2 სიხარულიძე (27).

ლოკომოტივი თბ.: შეროზია, უბილავა, გურეშიძე, ჭანტურია, გაბაძე, შონია, ძებნიაური, კობახიძე, დარცმელია, ინჯგია, სიხარულიძე.

შეცვლაზე შევიდნენ: მამარდაშვილი, გავაშელიშვილი, ულადი, კირკიტაძე, ხინჭოლავა, მჭედლიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები