Thumbnail

ამხანაგური მატჩი | დინამო ბათუმის მარცხი დონეცკის ოლიმპიკთან

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • დინამო ბათუმი 0:1 ოლიმპიკი დონეცკი
  • გია გეგუჩაძის გუნდი თურქეთში კიდევ 3 ამხანაგურ მატჩს გამართავს

დინამო ბათუმმა მეორე თურქულ შეკრებაზე პირველი ამხანაგური მატჩი გამართა და დონეცკის ოლიმპიკს დაუპირისპირდა. მატჩი უკრაინული გუნდის გამარჯვებით, 1:0 დასრულდა. ოლიმპიკი უკრაინის უმაღლეს ლიგაში თამაშობს და მე-9 ადგილს იკავებს.

მატჩი ნელ ტემპში წარიმართა და მომენტებიც იშვიათად იქმნებოდა. ერთადერთი გოლი ოლიმპიკმა პირველი ტაიმის შუაში გაიტანა. დინამო ბათუმს მეორე ტაიმში ჰქონდა ორი კარგი მომენტი, თუმცა ორივე უშედეგოდ დასრულდა: ერთხელ ძელს მოხვდა ბურთი, მეორეჯერ კი ასცდა კარის ჩარჩოს. უკრაინელებმა ბოლომდე შეინარჩუნეს მინიმალური უპირატესობა.

ბათუმური გუნდი თურქეთში კიდევ 3 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს: 16 თებერვალს - დნიპროსთან, 19 თებერვალს - დესნასთან, 22 თებერვალს - ლევადიასთან.

დინამო ბათუმი 0:1 ოლიმპიკი დონეცკი

დინამო ბთ. (4-2-3-1): ლევჩენკო - გეგეჭკორი, კობახიძე, ობოაბონა, ჩალაძე - ტეიდი, მანჯგალაძე - ჯიღაური, ვინისიუსი, ვაგნერი - ჯოვინო.

შეცვლაძე შევიდნენ: ალავიძე, მელიავა, ფაცაცია, გაგოშიძე, ნავალოვსკი, მამუჩაშვილი, ცინცაძე, გაფრინდაშვილი, თევდორაძე, ჯიჯავაძე, დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები