Thumbnail
  • 📅 14 თებერვალი | ⌚ 23:59 | ⚽ ვალენსია V ატლეტიკო  | 📺 SILK UNIVERSAL HD
  • ვალენსიას ატლეტიკოსთვის 10 თამაშია, რაც არ მოუგია

ლა ლიგის 24-ე ტური "მესტალიაზე" გაიხსნება - ვალენსია ატლეტიკოს მასპინძლობს. გარდა იმისა, რომ თავისთავად ეს ძალზე საინტერესო დუელია, ბრძოლას დიდი სატურნირო მნიშვნელობაც აქვს, საქმე ჩემპიონთა ლიგის ზონისთვის ბრძოლას ეხება...

გამოკითხვა

ვინ გახდება ლა ლიგის ბომბარდირი?

  • ლიონელ მესი
  • ქარიმ ბენზემა

არის ერთი ფაქტორი, რომელიც ძალაუნებურად ამ დაპირისპირებაზე იმოქმედებს. ეს არის ჩემპიონთა ლიგა. სწორედ ლიგის წყალობით, თამაში, რომელიც ტურში ცენტრალურია, პარასკევს გაიმართება. ატლეტიკო სამშაბათს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში ლივერპულს მასპინძლობს, ხოლო ვალენსიასთვის პლეი ოფი 20 თებერვალს დადგება, როცა "ღამურები" "სან სიროზე" ატალანტას დაუპირისპირდებიან.

დიეგო სიმეონეს ატლეტიკო 39 ქულით მე-4 ადგილზეა, თუმცა მე-7 ადგილზე მყოფ ვალენსიას მხოლოდ 2 ქულით უსწრებს. სელადესის გუნდმა წინა ტურში მწარე დარტყმა მიიღო, უშუალო კონკურენტ ხეტაფესთან 0:3 განადგურდა. ატლეტიკომ კი "ვანდა მეტროპოლიტანოზე" ჩვეული ანგარიშით, 1:0 მოუგო გრანადას. 

1:1 ვანდაზე, ვალენსია მარცხს პარეხოს გოლით გადაურჩა

ვალენსია

ვალენსიას წინა ტურში გაძევებული ალესანდრო ფლორენცი დააკლდება, იტალიელი ახალწვეული დისკვალიფიცირებულია. ეს კი მარჯვენა ფლანგზე პრობლემას ნიშნავს, რადგან ამ პოზიციაზე მოთამაშე მეორე იტალიულიც - კრისტიანო პიჩინი - არ იქნება, ტრავმირებულია. დაცვის ცენტრში "ღამურებს" ესეკიელ გარაი დააკლდებათ, არ იქნება მანუ ვალიეხოც. ფრანსის კოკლენის, ხოსე გაიასა და როდრიგო მორენოს თამაში საეჭვოა. როგორც ხედავთ, მასპინძლებს სერიოზული საკადრო პრობლემები აქვთ. 

ატლეტიკო

სიმეონეს კირან ტრიპიერი და ჟოაო ფელიქსი გამოაკლდა, საეჭვოა დიეგო კოშტას, ალვარო მორატსა და ექტორ ერერას თამაშიც. მადრიდელებს განსაკუთრებით შეტევაში უჭირთ. 

ბოლო ურთიერთშეხვედრებში ატლეტიკოს უპირატესობა აშკარად გამოკვეთილია, თუმცა პირველ წრეში "ვანდაზე" გუნდებმა 1:1 ითამაშეს. მადრიდელები დიეგო კოშტას გოლით იგებდნენ, მაგრამ დანი პარეხომ "ღამურებს" ქულა გადაურჩინა. თუმცა ფაქტია, რომ ვალენსიას ატლეტიკოსთვის 2014 წლის ოქტომბრის მერე (3:1) არ მოუგია. 

სიმეონე ლივერპულზე ჯერ არ ფიქრობს

დიეგო სიმეონე (ატლეტიკოს მწვრთნელი): "მორატა გუნდთან ერთად არის და მისი თამაში სავარაუდოა. მორატასა და დიეგო კოშტას ლივერპულისთვის შევინახავ? მე არ ვფიქრობ სამშაბათის თამაშზე, ჯერ ვალენსიას ვხვდებით. მხოლოდ, როცა ეს თამაში დასრულდება, მერე ვიფიქრებთ ჩემპიონთა ლიგაზე.

ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ვალენსია შინ, საკუთარი ფანების თვალწინ ძალიან მაგრად თამაშობს. მეტოქეს მაღალი კლასის მოთამაშეები ჰყავს. ახლა იმაზე ვფიქრობთ, სად დავარტყათ მათ, სად არის მათი სუსტი ადგილები. 

პარასკევი თუ შაბათი? ვითამაშებთ, როგორც დაგვიგეგმავენ, პრეტენზიები არ გვაქვს. 

სავარაუდო შემადგენლობები

ვალენსია (4-4-2): დომენეკი - ვასი, დიაქაბი, გაბრიელ პაულისტა, გაია - ფ. ტორესი, კონდოგბია, პარეხო, სოლერი - მაქსი გომესი, გედეში

ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - არიასი, სავიჩი, ფელიპე, ლოდი - მ. ლორენტე, კოკე, თომასი, საული - ა. კორეა, ვიტოლო

საინტერესო ფაქტები

⚽ ლა ლიგის ბოლო 20 მატჩიდან 17-ში ატლეტიკოს მონაწილეობით 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ მესტალიაზე ვალენსიასა და ატლეტიკოს შორის ბოლო 11 ოფიციალური მატჩიდან 9-ში 2.5 გოლზე ნაკლები გავიდა.

⚽ ვალენსიას ლა ლიგაში ბოლო 3 მატჩია, რაც მესტალიაზე გოლი არ გაუშვია.

⚽ ვალენსიას ბოლო 6 საშინაო მატჩში 7-დან 2.5 გოლზე ნაკლები გადის.

⚽ ვალენსიას ატლეტიკოსთვის 10 ოფიციალური მატჩია, რაც არ მოუგია. 

კომენტარები

ბოლო ამბები