Thumbnail
  • საბურთალო 3:1 ალკოიანო
  • გუნდი საქართველოში ხვალ დაბრუნდება

საფეხბურთო კლუბმა საბურთალომ, რომელიც დღეს მთავარი მწვრთნელის გარეშე დარჩა, ესპანურ შეკრებაზე მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და ალკოიანოს 3:1 სძლია.

🇪🇸 ესპანური შეკრების ბოლო სპარინგ მატჩში ჩვენმა გუნდმა ესპანური "ალკოიანო", ანგარიშით 3-1 დაამარცხა 🔴🦅 🎯⚽ ჩვენი გუნდიდან გოლები გიორგი კოხრეიძემ, გაგი მარგველაშვილმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს.

Posted by FC Saburtalo on ხუთშაბათი, 13 თებერვალი, 2020

ესპანეთის რანგით მე-4 ლიგის (Tercera Division) მე-6 ჯგუფის ლიდერთან (თამაში არ აქვს წაგებული) შეხვედრა ქართველთა უპირატესობით წარიმართა, გოლები კი გიორგი კოხრეიძემ, გაგი მარგველაშვილმა და გურამ გოშთელიანმა გაიტანეს.

გასულ მატჩში საბურთალოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იყო:

კუპატაძე, ლაკვეხელიანი, კაკუბავა, მარგველაშვილი, ტაბატაძე, ცნობილაძე, ალთუნაშვილი, ბელიაევი, კოხრეიძე, ლუმუ, გაბედავა.

გია ცეცაძის გათავისუფლების შემდეგ, ალკოიანოსთან თამაშზე გუნდი თემურ შალამბერიძემ გაიყვანა.

ეს, საბურთალოსთვის ბოლო სპარინგი იყო. გუნდი ესპანეთიდან საქართველოში ხვალ დაბრუნდება.

კომენტარები

ბოლო ამბები