Thumbnail

სერბი მაშველი – მარიანოვიჩს დალასში ახალი მისია აქვს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ბობან მარიანოვიჩის სიმაღლე 221 სანტიმეტრია
  • სერბმა კალათბურთელმა თანაგუნდელები გაამხიარულა

სახალისო ეპიზოდი ვიხილეთ დალას მავერიკსისა და საკრამენტო კინგსის დღევანდელ მატჩში, რომელიც ლუკა დონჩიჩმა და კომპანიამ 130:111 მოიგეს.

შეხვედრის დასკვნით მეოთხედში თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი იყო, როდესაც მასპინძელთა შეტევის დროს ბურთი ფარის თავზე გაიჭედა.

ბობანი და მისი განუყრელი ჯოხი

საინტერესო ისაა, რომ მსგავსი ეპიზოდი დალასელთა წინა მატჩშიც (იუტასთან) დაფიქსირდა და მაშინ ბურთის ჩამოგდება სერბმა გიგანტმა ბობან მარიანოვიჩმა მოახერხა.

ამდენად, გასაკვირი არ ყოფილა, რომ ამ შემთხვევაშიც ლამის მთელმა დარბაზმა საშველად ევროპელ ცენტრს უხმო, რომლის სიმაღლეც 221 სმ-ია.

ბობანმა პარკეტის საწმენდი ჯოხი მოიმარჯვა და რამდენიმე მცდელობის შემდეგ, ბურთის ჩამოგდება შესძლო.

ამ ამბავს სერბის თანაგუნდელები და ქომაგებიც განსაკუთრებული ემოციებით შეხვდნენ.

საინტერესოა, რომ გასულ შეხვედრაში ბობანმა მოედანზე მხოლოდ 4 წუთი გაატარა და სამქულიანის ჩაგდება მოახერხა.

კომენტარები

ბოლო ამბები