Thumbnail
  • 📅 14 თებერვალი | ⌚ 22:00 | 🏀 ტენერიფე V ანდორა  | 📺 SILK სპორტი HD2
  • გიორგი შერმადინის კომენტარი ყოფილი გუნდის საიტთან

14 თებერვალს მალაგის Palacio de Deportes საკალათბურთო კოპა დელ რეის 1/4 ფინალის მატჩს უმასპინძლებს - გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფე მორაბანკ ანდორას ეთამაშება. შერმადინისთვის ეს განსაკუთრებული დაპირისპირებაა, რადგან:

1. თამაშობს მალაგაში, სადაც უნიკახას წევრი იყო კანარის კუნძულებზე გადასვლის წინ.

2. ეთამაშება ანდორას, რომლის ერთ-ერთი ლიდერიც თავად იყო და 2017 წლის კოპა დელ რეის ფინალშიც ითამაშა.

3. გამარჯვების შემთხვევაში, ნახევარფინალში უნიკახა-სარაგოსას გამარჯვებულს ხვდება. შერმადინს ორივე გუნდში ნათამაშები აქვს. 

წაიკითხე | COPA DEL REY 2020 - გიორგი შერმადინი ესპანურ პლაკატზე

თამაშის წინ გიორგი შერმადინმა ინტერვიუ ანდორას ოფიციალურ საიტს მისცა:

გიორგი შერმადინი (ტენერიფე): "დიდი მოგონებები მაკავშირებს ანდორასთან ერთად კოპაზე გამოსვლაზე, ხომ გახსოვთ რეალთან თამაში, რა მოხდა სერხიო ლულთან დაკავშირებით. 

ეს იყო ძალიან კარგი მოგონება იმის მიუხედავად, რომ ჩვენ დავმარცხდით. ბოლომდე ვიბრძოლეთ და ფანებს ეს ძალიან კარგად ახსოვთ. 

ანდორაში ბევრი მეგობარი მყავს, კლუბის წევრები, ზოგიერთი კალათბურთელი, რომელიც ჯერ კიდევ ჩემ დროს თამაშობდა ანდორაში, მაგრამ ხვალ 100%-ით დავიხარჯები, რომ მოვიგოთ. ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია, წააგებ და სახლში ხელცარიელი ბრუნდები".

შეგახსენებთ, რომ შერმადინმა ახლახან ტენერიფესთან ერთად  ფიბას საკონტინენტთაშორისო თასი მოიგო. ვირტუსთან ფინალში ქართველმა ცენტრმა 18 ქულა ჩააგდო.

კომენტარები

ბოლო ამბები