Thumbnail

‘მსურს, დინამოს მაქსიმალურად ჯანმრთელი დავეხმარო’ – ცინცაძის მე-20 გუნდი

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ვეტერანი ქართველი გამთამაშებელი სამშობლოში დაბრუნდა
  • გიორგი ცინცაძე დინამოს სანაკრებო მატჩების შემდეგ შეუერთდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების ვეტერანი გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე კარიერას თბილისის დინამოში გააგრძელებს.

პოპსპორტი ამის შესახებ ადრეც წერდა, ახლა კი, ქართულმა კლუბმა ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

ცინცაძე ტრავმირებული იყო და სარეაბილიტაციო კურსს ახლა ასრულებს. გიორგი სამედიცინო შემოწმებას კიდევ ერთხელ გაივლის, სანაკრებო ამბების მოთავების შემდეგ კი, დინამოს მატჩებზე გადაერთვება.

გიორგი ცინცაძე: “უკვე დინამოში ვარ. როგორც კი სანაკრებო პაუზა დასრულდება, გუნდთან ერთად სუპერლიგისთვის მზადებას დავიწყებ. როგორც იცით, ტრავმა მქონდა და ამ ეტაპზე ბოლომდე მზად არ ვარ. ჩემი სურვილია, დინამოს მაქსიმალურად ჯანმრთელი დავეხმარო“.

საინტერესოა, რომ 34 წლის ცინცაძის კარიერაში დინამო თბილისი მე-20 (!) გუნდი იქნება.
უცხოეთში მას ცსკა-ში (რუსეთი, 2003-04), სამარაში (რუსეთი, 2004-05), ურალ გრეიტში (რუსეთი, 2005), დინამო მოსკოვში (რუსეთი, 2005-06), ტარტუში (ესტონეთი, 2006-09, 2010-11), ტრიკალაში (საბერძნეთი, 2009), დონეცკში (უკრაინა, 2009-10, 2013-14), სოპოტში (პოლონეთი, 2010), ბუდიველნიკში (უკრაინა, 2012-13), ჩემპვილში (ლიბანი, 2014), სკოპიეში (მაკედონია, 2014), გრაველინში (საფრანგეთი, 2015), რუენში (საფრანგეთში, 2016), პოლიტექნიკასა (რუმინეთი, 2017) და ალ შამალში (ყატარი, 2018-19) უთამაშია.

კომენტარები

ბოლო ამბები