Thumbnail

'უმჯობესია, ამაზე არაფერი ვთქვა' - სარიმ მესის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • ლიონელ მესის მიმართ იუვენტუსის ინტერესის შესახებ მაურიციო სარის ჰკითხეს
  • იტალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ორიგინალური პასუხი გასცა

ამ დღეებში ევროპულ სპორტულ მედიაში აქტიურად იწერებოდა, რომ ლიონელ მესიმ, შესაძლოა, ბარსელონა დატოვოს, ამის მიზეზი კი კლუბის სპორტულ დირექტორ ერიკ აბიდალთან კონფლიქტია. მის მიმართ 5 კლუბი იჩენს ინტერესს: იუვენტუსი, მანჩესტერ იუნაიტედი, ინტერი, პარი სენ ჟერმენი და მანჩესტერ სიტი.

მილანთან იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩის წინ, იუვენტუსის მთავარმა მწვრთნელმა მაურიციო სარიმ პრესკონფერენცია გამართა, სადაც მესის მიმართ იუვენტუსის ინტერესზე ჰკითხეს.

“თქვენ მეკითხებით ლიონელ მესის შესახებ, რომელიც უდიდესი ფეხბურთელია და რომელსაც ბარსელონასთან მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ჩემი ნებისმიერი პასუხი არასწორი იქნებოდა, რადგან მე რომ ბარსელონას ხელმძღვანელი ვიყო და ამ თემაზე კომენტარი მომესმინა, აუცილებლად ვიტყოდი: "რა უნდა ამ სარის? ვინ ეკითხება?" ამიტომ, უმჯობესია, რომ ამ თემაზე კომენტარი არ გავაკეთო,” - განაცხადა იუვენტუსის მწვრთნელმა.  

გამოკითხვა

ვინ გახდება იტალიის ჩემპიონი?

  • იუვენტუსი
  • ინტერი
  • ლაციო

კომენტარები

ბოლო ამბები