Thumbnail

‘მისი მებრძოლი ხასიათი ყოველთვის მომწონდა’ – მწვრთნელი ბურჯანაძეზე

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • გრან კანარიას დამრიგებელმა ქართველ კალათბურთელზე ისაუბრა
  • ბექა ბურჯანაძე გრან კანარიას ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშეა

ესპანური გრან კანარიას მთავარმა მწვრთნელმა ფოტის კაციკარისმა ლიგა ენდესას მიმდინარე სეზონის გასული პერიოდი შეაფასა და კალათბურთელებზე საუბრისას ბექა ბურჯანაძის გარჯა განსაკუთრებულად აღნიშნა.

შეგახსენებთ, რომ 26 წლის ქართველი ფორვარდი კანარულ გუნდს შარშან შეუერთდა და მართალია, სასტარტო ხუთეულის წევრად ვერ იქცა, სათამაშო დრო არ აკლია. აი, რა თქვა ბერძენმა სპეციალისტმა.

“ბექა ძალიან კარგია, მაღალ დონეზე თამაშობს, მისი მებრძოლი ხასიათი კი ყოველთვის მომწონდა. ის უდავოდ იმ კალათბურთელთა შორისაა, რომელთაც გუნდისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლიათ. ბურჯანაძე ჯერ კიდევ ახალგაზრდაა, თუმცა ესპანეთის ჩემპიონატში თამაშის დიდი გამოცდილება აქვს და ეს, დიდი პლიუსია”.

ფოტის კაციკარისი

გრან კანარიას 9 მოგებითა და 11 მარცხი აქვს და ლიგა ენდესაში მე-11 ადგილზე იმყოფება, თუმცა, საპლეიოფო ზონას მხოლოდ 2 გამარჯვებით ჩამორჩება და თანაც, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.

მიმდინარე სეზონში ბურჯანაძის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: 19:20 წუთი, 7.8 ქულა, 3.4 მოხსნა, სარგებლიანობის კოეფიციენტი 8.6.

გრან კანარიას მომდევნო მატჩი 29 მარტს სტუმრად მორაბანკ ანდორასთან ელის, სადაც ქართველი კალათბურთელი 2016-18 წლებში თამაშობდა.

კომენტარები

ბოლო ამბები