Thumbnail
  • საკრამენტოსთან მატჩი ლუკა დონჩიჩისთვის განსაკუთრებული იყო
  • 20 წლის ასაკში ამდენი 30/10-იანი თამაში ლებრონ ჯეიმსსაც კი არ ჰქონდა

დალას მავერიკსის ლიდერმა ლუკა დონჩიჩმა საკრამენტოსთან 130:111 მოგებულ მატჩში ორმაგი დუბლი შეასრულა. 20 წლის სლოვენიელმა 33 ქულა, 12 მოხსნა და 8 პასი დააგროვა. თითქოს განსაკუთრებული არაფერი, რადგან მან ამ სეზონში ამაზე უკეთეს შედეგებსაც მიგვაჩვია, მაგრამ დონჩიჩმა ლებრონ ჯეიმსის რეკორდი მოხსნა!

ეს დონჩიჩის კარიერაში უკვე მე-17 თამაშია, რომელშიც სლოვენიელი მინიმუმ 30 ქულას და მინიმუმ 10 მოხსნას აგროვებს! ამით, ლუკამ ლებრონის რეკორდი გააუმჯობესა, რომელსაც, სანამ 21 წლის გახდებოდა, ასეთი შედეგი 16 მატჩში ჰქონდა.

📋 მეტი ამ თემაზე:

55 მატჩის შემდეგ, დალასი 33 მოგებითა და 22 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა და ჰიუსტონ როკეტსს 1 მოგებით ჩამორჩება.

📺 ვიდეო: ლუკა დონჩიჩის ორმაგი დუბლი საკრამენტოსთან

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები