Thumbnail

დელ პოტროს ტრიუმფი აკაპულკოში - არგენტინელის 21-ე ტიტული

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ხუან მარტინ დელ პოტრომ ფინალში კევინ ანდერსონი დაამარცხა.
  • არგენტინელი ფორმაში შედის.
  • ქალებს შორის გამარჯვებული უკრაინელი ზურენკო გახდა.

არგენტინელმა ჩოგბურთელმა ხუან მარტინ დელ პოტრომ აკაპულკოში თავისი 21-ე ტიტული მოიგო. ამერიკის ღია პირველობის ყოფილმა გამარჯვებულმა 1 789 000-დოლარიანი ტურნირის ფინალში სამხრეთაფრიკელი კევინ ანდერსონი ორ სეტში, 6:4, 6:4 დაამარცხა. მანამდე, ნახევარფინალში, 29 წლის არგენტინელმა გერმანელ ალექსანდერ ზვერევს მოუგო (6:4, 6:2).

“ეს ჩემთვის განსაკუთრებული ტურნირი იყო, რადგან ტოპ 10-ის სამი ჩოგბურთელი დავამარცხე,” - განაცხადა დელ პოტრომ ფინალის შემდეგ. ანდერსონამდე და ზვერევამდე მან, მეოთხედფინალში ტურნირიდან ავსტრიელი დომინიკ ტიემი გამოთიშა.

ქალთა შორის გამარჯვებული უკრაინელმა ლესია ზურენკომ მოიგო, რომელიც შვეიცარიელი სტეფანი ფიოგელე სამ სეტში, 5:7, 7:6 (7:2), 6:2 დაამარცხა.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი აკაპულკოს ტურნირს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა. ბასილაშვილმა ჯარედ დონალდსონთან თამაში ტრავმის გამო, მეორე სეტში შეწყვიტა.

კომენტარები

ბოლო ამბები