Thumbnail
  • სანდრო მამუკელაშვილს თავის გამოსაჩენად მცირე დროც ეყო
  • ქართველი კალათბურთელის სეტონ ჰოლი ლიდერობას ინარჩუნებს

სანდრო მამუკელაშვილის სეტონ ჰოლმა NCAA-ს საკონფერენციო მატჩებში მე-2 მარცხი განიცადა, თუმცა, პირველი ადგილის შენარჩუნება მოახერხა.

სეტონ ჰოლმა, რომელსაც სულ უფრო ხშირად მიაკუთვნებენ ლიგის მოწინავე ათეულის გუნდებს, კრეიტონს უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 82:87 წააგო.

ქართველმა კალათბურთელმა ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში ითამაშა, თუმცა, შედარებით მცირე დრო მიეცა.

სანდროს სათამაშო დრო ჯარიმებმა შეუმცირა

სანდრომ უკვე პირველ ტაიმში 3 პერსონალური ფოლი მიიღო, საბოლოოდ კი, 5 ჯარიმა მოუგროვდა, რის გამოც მოედანზე მხოლოდ 15 წუთი გაატარა.

სხვა საქმეა, რომ აღნიშნულ დროში მამუკელაშვილი ძალიან აქტიური იყო და სარგებლიანადაც გაისარჯა.

20 წლის ქართველმა ფორვარდმა 13 ქულა, 6 მოხსნა და 1 პასი მიითვალა და შედეგიანობით მხოლოდ ქუინსი მაკნაიტს ჩამორჩა, რომელმაც 20 ქულა ჩააგდო.

სანდრომ 8-დან 6 ორქულიანი და საჯარიმო მიითვალა, სამქულიანი ააცილა და პასივში 3 დაკარგვაც ჰქონდა.

სეტონ ჰოლს 10 მოგება და 2 მარცხი მოუგროვდა და ბიგ ისთის კონფერენციაში ისევ ლიდერის რანგშია, მომდევნო შეხვედრას კი 16 თებერვალს სტუმრად პროვიდენსთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები