Thumbnail

NBA | ლებრონის და დევისის სუპერთამაში - ლეიკერსმა დენვერს დრამატული მატჩი მოუგო

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • დენვერ ნაგეთსი 116:120 ლოს ანჯელეს ლეიკერსი
  • NBA-ს ტოპ-მატჩმა მოლოდინი გაამართლა
  • თამაში ლებრონმა და დევისმა ოვერტაიმში მოიგეს

NBA-ს დღის მთავარი მატჩი ისეთი გამოვიდა, როგორსაც გულშემატკივარი ელოდა - დაძაბული და დრამატული!

დასავლეთ კონფერენციის ლიდერი ლეიკერსი მეორე ადგილზე მყოფ დენვერს სტუმრობდა და მატჩის ბედი ოვერტაიმში გადაწყდა, სადაც ლოს ანჯელესელებმა იმარჯვეს და ეს ლებრონ ჯეიმსის და ენტონი დევისის დამსახურებაა. 41 მოგებით და 12 მარცხით ლეიკერსმა დასავლეთ კონფერენციაში ლიდერობა განიმტკიცა, ნაგეთსი კი 38 გამარჯვებითა და 17 მარცხით მეორე ადგილზე რჩება. 

ლებრონმა 32 ქულით, 14 პასით და 12 მოხსნით ამ სეზონში თავისი მე-12 სამმაგი დუბლი გააკეთა. დევისმა ორმაგი დუბლი შეასრულა - 33 ქულა, 10 მოხსნა. მას 2 ჩაჭრა და ამდენივე დაფარებაც ჰქონდა.

ლეიკერსის სუპერდუეტს დენვერიდან ყველაზე მეტ წინააღმდეგობას ჯამალ მიურეი და ნიკოლა იოკიჩი უწევდნენ. პირველმა 32 ქულა ჩააგდო, გუნდში საუკეთესო იყო და 10 პასიც ჰქონდა, ცენტრმა იოკიჩმა კი ორმაგი დუბლი 22 ქულითა და 11 მოხსნით შეასრულა.

მატჩის ძირითადი დრო 111:111 დასრულდა. ოვერტაიმში ჩაგდებული 9 ქულიდან ყველა დევისის და ლებრონის ანგარიშზეა. დევისმა 7 ქულა ჩააგდო (ორი სამქულიანი), ლებრონმა კი - 2 და ამდენივე პასიც გააკეთა.

📺 ვიდეო: დენვერი 116:120 ლეიკერსი (მიმოხილვა)

გამოკითხვა

ვინ მოიგებს NBA-ს

  • კლიპერსი
  • ლეიკერსი
  • მილუოკი
  • ფილადელფია
  • ჰიუსტონი
  • დენვერი
  • იუტა ჯაზი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები