Thumbnail
  • ინდიანა პეისერსი 118:111 მილუოკი ბაქსი
  • ნეიტ მაკმილანმა გოგა ბითაძე ისევ არ ათამაშა
  • პეისერსმა წაგებათა სერია შეწყვიტა
  • მილუოკის იანის ანტეტოკუნმპო არ ჰყავდა

გოგა ბითაძის ინდიანამ, როგორც იქნა, მოიგო! ზედიზედ 6 მარცხის შემდეგ, პეისერსმა კრიზისიდან გამოსვლა თვით აღმოსავლეთ კონფერენციის ლიდერის, მილუოკი ბაქსის დამარცხებით დაიწყო - ოღონდ, 20 წლის ქართველი ცენტრის გარეშე. მართალია, მწვრთნელმა ნეიტ მაკმილანმა ბითაძე ძირითად გუნდში დააბრუნა, მაგრამ მილუოკისთან წუთები არ მისცა. უკვე ზედიზედ მეორე მატჩია, რაც გოგას სათამაშო დრო არ ეძლევა.

აღსანიშნავია, რომ  მილუოკის იანის ანტეტოკუნმპო არ ჰყავდა, თუმცა Greek Freak-ს არც წინა მატჩში, საკრამენტოსთან უთამაშია, რომელიც ბაქსმა 123:111 მოიგო. იანისის პაუზის მიზეზი მისი მეგობარი ქალის მშობიარობაა. ანტეტოკუნმპოს წინ ‘ოლ სტარი’ ელოდება, სადაც მისი გუნდი ლებრონ ჯეიმსის გუნდს უნდა დაუპირისპირდეს.

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

მატჩის ყველაზე პროდუქტიული მოთამაშე ტი ჯეი უორენი გახდა - ინდიანას ერთ-ერთმა ლიდერმა 35 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა. მალკოლმ ბროგდონმა 17 ქულით და 13 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა, დომანტას საბონისის ანგარიშზე 15 ქულა და 8 მოხსნაა. ორმაგი დუბლი გააკეთა მაილს ტერნერმაც - 14 ქულა, 10 მოხსნა. მილუოკიდან საუკეთესოები დივინჩენცო (19 ქულა, 8 მოხსნა) და მიდლტონი (17 ქულა, 5 მოხსნა, 5 პასი) იყვნენ.

დომანტას საბონისი და ბრუკ ლოპესი

მილუოკი ბაქსი აღმოსავლეთ კონფერენციას 46 მოგებით და 8 მარცხით ლიდერობს. ინდიანა 32 მოგებითა და 23 მარცხით მე-6 ადგილზეა. გოგა ბითაძის გუნდი მომდევნო მატჩს 22 თებერვალს, სტუმრად, ნიუ იორ ნიქსთან გამართავს.

📺 ვიდეო: ინდიანა 118:111 მილუოკი (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები