Thumbnail
  • გოგა ბითაძე ერთდღიანი განათხოვრების შემდეგ პეისერსში დაბრუნდა
  • ინდიანა ლიდერ მილუოკის უმასპინძლებს

ინდიანა პეისერსმა NBA-ს განვითარების ლიგაში განათხოვრებული გოგა ბითაძე უკან დაიბრუნა. ასე რომ, ქართველ ცენტრს ამაღამ (04:30 თბილისის დროით) მილუოკი ბაქსთან თამაშის შანსი აქვს. 

ეს პეისერსისთვის "ოლ სტარის" უქმეებამდე ბოლო მატჩია. გოგა G ლიგაში ერთი დღით იყო განათხოვრებული, მან ფორტ ვეინის შემადგენლობაში 13 ქულა, 7 მოხსნა, 4 პასი და 2 დაფარება მიითვალა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა გოგამ G ლიგაში ორმაგი დუბლი ვერ შეასრულა.

ინდიანა პეისერსმა გოგა ბითაძემ ამ სეზონში ხუთჯერ გაანათხოვრა განვითარების ლიგაში, ყველა შემთხვევაში ქართველი ცენტრი "შეშლილი ჭიანჭველების" რიგებში თითო მატჩს თამაშობდა და უკან ბრუნდებოდა. 

მილუოკი NBA-ს რეგულარული სეზონის ლიდერია 46-7 ბალანსით, ინდიანა აღმოსავლეთში მე-7 პოზიციაზეა (31-23), გუნდს 6-მატჩიანი წაგებათა სერია აქვს. 

კომენტარები

ბოლო ამბები