Thumbnail
  • ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის პირველივე ტურში გაიტანა.
  • სან ხოსემ მინესოტა 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა ვაკო ყაზაიშვილმა MLS-ის პირველივე ტურში გოლის გატანა შეძლო და ორი საგოლე პასიც გააკეთა. ყაზაიშვილის სან ხოსე მინესოტას მასპინძლობდა და 3:2 გაიმარჯვა.

ვაკო ძირითად შემადგენლობაში იყო - გოლი მან მატჩის 28-ე წუთზე გაიტანა და ანგარიში 2:0 გახადა. ყაზაიშვილი კრის ვონდოლოვსკის ჩაწოდებას გამოეხმაურა და ბურთი მინესოტას კარში უპრობლემოდ გადაგზავნა. ვაკოსთის ეს სან ხოსეს რიგებში გატანილი მე-6 გოლია - წინა სეზონში მან 14 შეხვედრაში 5 ბურთის გატანა შეძლო.

ვაკო ყაზაიშვილს თანაგუნდელები გოლს ულოცავენ

სან ხოსეს შვედმა მწვრთნელმა მიკაელ სტარემ ყაზაიშვილი 4-4-2 ტაქტიკურ სქემაში მარცხენა გარემარბის პოზიციაზე ათამაშა და 88-ე წუთზე შეცვალა. ვაკოს გუნდი მომდევნო მატჩს 18 მარტს, კანზას სიტისთან სტუმრად გამართავს.

კომენტარები

ბოლო ამბები