Thumbnail
  • 📅 13 თებერვალი | ⌚ 23:45 | ⚽ მილანი V იუვენტუსი
  • იტალიის თასის 1/2-ფინალის პირველი დაპირისპირება
  • ორივე გუნდი სათასო მატჩს ჩემპიონატში მარცხით ხვდება

13 თებერვალს იტალიის თასის ½-ფინალის პირველ მატჩში, მილანი სან სიროზე იუვენტუსს უმასპინძლებს. ამ გუნდების საპასუხო დაპირისპირება კი ტურინში 4 მარტს ჩატარდება და გამარჯვებული ტიტულისთვის ფინალში ინტერი-ნაპოლის წყვილში საუკეთესოს შეხვდება.

ორივე გუნდი მატჩს არცთუ ამაღლებული განწობით ხვდება - მილანმა ჩემპიონატის ბოლო ტურში ინტერთან ორბურთიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და საბოლოოდ 2:4 წააგო. სტუმრად ვერონასთან იგებდა იუვენტუსიც (1:0), მაგრამ ბოლო 15 წუთში ორი გოლი გაუშვა და ზედიზედ მეორე მარცხი იწვნია გასვლით მატჩში. რაც მთავარია, მაურიციო სარის გუნდს ეს ჩავარდნა სატურნირო ცხრილში ლიდერობის დაკარგვადაც დაუჯდა.

მილანი

იბრამ მილანურ დერბიში გაიტანა, მაგრამ მილანი წაგებისგან ვერ იხსნა

ინტერთან წაგება სტეფანო პიოლის გუნდისთვის წელს პირველი იყო. როსონერის ევროპალიგაში მოხვედრის შანსი ჩემპიონატიდანაც აქვს, თუმცა იბრაჰიმოვიჩი და კომპანია თასზე წარმატების შემთხვევაში, ორ კურდღელს დაიჭერს - დაისაკუთრებს პრესტიჟულ ჯილდოს და ევროთასებზე თამაშსაც გაინაღდებს.

გასათვილისწინებელია ის, რომ მილანმა დერბის დიდი ძალები შეალია და ახლა არცთუ კარგ მდგომარეობაშია, შესაბამისად, როსონერის წარმატების შანსები გაბრაზებულ იუვენტუსთან, არცთუ მაღალია, მაგრამ პიოლი მაინც იმედიანადაა:

"თამაში ისე უნდა დავიწყოთ, როგორც ეს ინტერთან დერბის პირველ ტაიმში ვაჩვენეთ. მართალია, საბოლოოდ ქულაც ვერ მოვიპოვეთ, მაგრამ ეს გაკვეთილი იყო. ხვალინდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანია და რეაბილიტაცია გვჭირდება. იტალიის თასის ფინალში გასასვლელად შანსი გვაქვს და ეს მნიშვნელოვანი მიღწევა იქნება. და ჩვენ მზად ვართ, ეს შანსი გამოვიყენოთ".

იუვენტუსი 

35 წლის კრიშტიანომ ყველა ტურნირის ბოლო 7 მატჩში 11 გოლი შეაგდო

იტალიის ჩემპიონების ბოლო მატჩების ფონზე, ახალი ძალით დაიწყო მაურიციო სარის შესაძლო გათავისუფლებაზე ლაპარაკი. ფაქტია, ტურინელებს პრობლემები აქვთ, სარი ისევ ოპტიმალური სქემის ძიებაშია და გუნდს არ აქვს თავისი ხელწერა...

ამ თამაშამდე მაურიციო სარისა და კლუბის პრეზიდენტს, ანდრეა ანიელის შორის შეხვედრა გაიმართა. დაიწერა, რომ მთავარმა მწვრთნელმა ბოსისგან სრული ნდობა მიიღო, თუმცა ამავდროულად, უახლოეს ბატალიებში შედეგებიც უნდა დადოს. 

"წნეხის ქვეშ აღმოჩენის რომ შემშინებოდა, მაშინ ფოსტაში ვიმუშავებდი. ასეთი სამსახური გვაქვს. ჩვენ ვაგრძელებთ იმ ამოცანების შესრულებას, რომელიც სეზონის წინ დავისახეთ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ რაღაც ისე არ გამოვიდა და კორექტივების შეტანაა საჭირო", - იმედიანად ხვდება მილანთან თამაშს მაურიციო სარი.

პაულო დიბალამ მილანს გოლი ბოლო ორ მატჩში გაუტანა

საინტერესო ფაქტები

⚽ მილანს იტალიის თასი 5-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს კი - 2002/03 წლების სეზონში.

⚽ იუვეს თასი ყველაზე მეტჯერ, 13-ჯერ აქვს მოგებული, ბოლოს კი - 2017/18 წლების სეზონში.

⚽ მილანმა იუვენტუსთან ყველა ტურნირში გამართული ზედიზედ ცხრა მატჩი წააგო.

⚽ "სან სიროზე" მილანი-იუვეს ბოლო 9 მატჩიდან 8-ში 2.5-ზე ნაკლები გოლი დაფიქსირდა.

⚽ იუვე სტუმრად მილანთან ყველა ტურნირის ბოლო 7 მატჩიდან 5-ში კარს მშრალად ინახავდა.

⚽ მილანი ზედიზედ 7 შეხვედრაა მეტოქის კარში გოლის გატანას ახერხებს.

⚽ იუვენტუმა იტალიის თასზე გამართული ბოლო 10 შეხვედრიდან 9 მოიგო.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს იტალიის თასს?

  • იუვენტუსი
  • ნაპოლი
  • მილანი
  • ინტერი

⚽ ტურინის იუვენტუსი ამ სეზონის 32 მატჩიდან 31-ში მინუმუმ ერთ გოლს იტანდა.

⚽ სარის გუნდმა გოლი 2020 წელს სტუმრად გამართულ ყველა მატჩში გაუშვა.

⚽ იტალიის თასზე ტურინელთა ბოლო 3 შეხვედრაში 2.5-ზე მეტი გოლი დაფიქსირდა.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი (4-4-2): დონარუმა - კალაბრია, მუსაკიო, რომანიოლი, ერნანდესი - კასტილეხო, კესიე, ბენასერი, ჩალჰანოღლუ - იბრაჰიმოვიჩი, რებიჩი.

იუვენტუსი (4-3-1-2): ბუფონი - კუადრადო, დე ლიხტი, ბონუჩი, სანდრო - ბენტანკური, პიანიჩი, რაბიო - რემზი - დიბალა, რონალდო.

კომენტარები

ბოლო ამბები