Thumbnail

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იური ლომაძემ (72) იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფინალი იჭიდავა, სადაც გერმანელ ფრანკ შტაებლერთან 2:6 დამარცხდა, რითიც საქართველოს ნაკრებს ვერცხლის მედალი მოუტანა.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი 4 მედლით დაასრულა. ნუგზარ წურწუმიასა და ამირან შავაძის ბრინჯაოები, ლევან არაბულისა და იური ლომაძის ვერცხლის მედლებით.

კომენტარები

ბოლო ამბები