Thumbnail
  • ბელარუსის ნაკრები 19 თებერვალს შეკრებაზე მიემგზავრება
  • სპარინგები უზბეკეთთან და ბულგარეთთან

26 მარტს საქართველოს ნაკრები ევრო 2020-ის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩში "დინამო არენაზე" ბელარუსის ნაკრებს უმასპინძლებს. თუკი ამ მნიშვნელოვანი დაპირისპირების წინ ვლადიმირ ვაისის გუნდის გეგმების შესახებ არაფერი ვიცით, მეტოქეს უკვე ყველაფერი გაწერილი აქვს.

ბელარუსის ნაკრები 19-27 თებერვალს შეკრებას მართავს, 19 თებერვალს ჩვენი მეტოქე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მიემგზავრება. 23 თებერვალს შარჯაში მიხაილ მარხელის გუნდი უზბეკეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. 24-ში Белыя Крылы ბულგარეთში გადაინაცვლებს, სადაც 26-ში "ვასილი ლევსკიზე" ბულგარეთის ნაკრებთან ამხანაგურ მატჩს გამართავს. 

მარხელმა ნაკრებში 25 ფეხბურთელი გამოიძახა, თუმცა საამიროებში აქედან მხოლოდ 19 მიდის, შვიდი ფეხბურთელი გუნდს ბულგარეთში შეუერთდება. ნაკრებში ძირითადად ბელარუსის ჩემპიონატში მოთამაშეები გამოიძახეს, 7 წარმომადგენელია სოლიგორსკის შახტიორიდან, სადაც ორი ქართველი ლეგიონერი თამაშობს: გიორგი დიასამიძე და ლაშა შინდაგორიძე.

ბელარუსის ნაკრები

მეკარები: ალექსანდრ გუტორი (სოლიგორსკის შახტიორი), პაველ პავლიუჩენკო (დინამო ბრესტი)

მცველები: სერგეი პოლიტევიჩი, სერგეი მატვეიჩიკი, იგორ ბურკო (ყველა შახტიორი ს.), ალექსანდრ პავლოვეცი (დინამო ბრესტი), მაქსიმ შვეცოვი (დინამო მინსკი)

ნახევარმცველები: სტანისლავ დრაგუნი, იგორ სტასევიჩი, პაველ ნიხაიჩიკი (ყველა ბატე), მიხაილ გორდეიჩუკი, რომან იუზეპჩუკი (ორივე დინამო ბრესტი), ნიკიტა კორზუნი (ვილაფრანკენეშე), იური კენდიში, დმიტრი პოდსტრელოვი (ორივე შახტიორი ს.), ივან ბახარი (დინამო მინსკი)

თავდამსხმელები: დენის ლაპტევი (დინამო ბრესტი), მაქსიმ სკავიში (ბატე), ვიტალი ლისაკოვიჩი (შახტიორი ს)

ბულგარეთში შეუერთდებიან

მეკარე: მაქსიმ პლოტნიკოვი (დინამო მინსკი) 

მცველი: კირილ პეჩენინი (დინამო ბრესტი), 

ნახევარმცველები: ევგენი იაბლონსკი (ბატე), ევგენი შევჩენკო (დინამო ბრესტი), ვლადისლავ კლიმოვიჩი (დინამო მინსკი)

თავდამსხმელი: ვსევოლოდ სადოვსკი (დინამო ბრესტი) 

რა ესაქმება ბელარუსს ევრო 2020-ზე?

ისლოჩის ფორვარდი დმიტრი კომაროვსკი, რომელიც ამ შეკრებაზე ნაკრებში არ იქნება, ევრო 2020-ზე მოხვედრის შანსებზე Беларусь 5-თან საუბრობს:

დმიტრი კომაროვსკი

"ვფიქრობ, თითოეული ბელარუსი უნდა იმედოვნებდეს, რომ ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე გავა. საჯაროდ მხოლოდ ნაკრების მხარდაჭერა უნდა გამოხატოს და არ ილაპარაკოს იმაზე, რომ რა უნდა ბელარუსის ნაკრებს ევრო 2020-ზე. ვფიქრობ, ასეთი ლაპარაკი სულელობაა. 

რა იქნება ეს ბელარუსისთვის? მგონია, რომ დიდი დღესასწაული და სტიმული. ქვეყანაში ფეხბურთი კიდევ უფრო პოპულარული გახდება. ღმერთმა ქნას, რომ ჩვენ ევრო 2020-ზე მოვხვდეთ. ამ ქვეყანას ზეიმი სჭირდება".

2 ათასი ბილეთი 

ბელარუსები უკვე საქართველოს ნაკრებთან თამაშის ბილეთებზეც ზრუნავენ - 15 თებერვალს ამ შეხვედრის ბილეთების გაყიდვა ticketpro.by-ზე დაიწყება. უეფამ ბელარუსებს ამ მატჩისთვის 2 ათას ბილეთზე ოდნავ მეტი გამოუყო. ბელარუსში იმედოვნებენ, რომ ყველა ბილეთი გაიყიდება და თბილისში მათ გუნდს გარკვეული მხარდაჭერა ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები