Thumbnail
  • პეისერსმა ამ სეზონში მეხუთედ გაუშვა გოგა NBA-ს განვითარების ლიგაში
  • გოგა ბითაძე - 13 ქულა, 7 მოხსნა

ინდიანა პეისერსმა ამ სეზონში მეხუთედ გაუშვა გოგა ბითაძე G ლიგის პარტრნიორ გუნდ, ფორტ ვეინ მედ ანტსში . გოგამ უკვე ითამაშა განვითარების ლიგის მატჩში, რომელშიც "შეშლილი ჭიანჭველები" შინ მეინ რედ კლოუვსთან დამარცხდნენ - 119:123 (ოვერტაიმი). 

გოგას სამქულიანი

Allen County War Memorial Coliseum-ში ამ შეხვედრას 1 900 ფანი დაესწრო. გოგა სასტარტო ხუთეულში იყო და მან მოედანზე 38 წუთი გაატარა.

წაიკითხე | გოგას შანსი ინდიანაში - საბონისი, ტერნერი, ბითაძის ტრიო აუცილებლად დაიშლება

G ლიგაში პირველად, ბითაძემ ორმაგი დუბლი ვერ გააკეთა: 13 ქულა და 7 მოხსნა. გოგა ამჯერად, ძალიან არაზუსტად ისროდა პერიმეტრიდან 6 სამქულიანიდან, მხოლოდ 1 ჩააგდო. მის ანგარიშზეა 4 შედეგიანი გადაცემა და 2 დაფარება. ბითაძემ 5 პერსონალური შენიშვნა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. 

გოგას ასისტი

ქართველი ცენტრის ვიზავი 226 სმ (გოგაზე 15 სანტიმეტრით მაღალია). სიმაღლის ტაკო ფოლი იყო (ბოსტონ სელტიკსი - რედ კლოუვსი სელტიკსის სარეზერვო გუნდია), რომელმაც 12 ქულა და 14 მოხსნა გააკეთა.

გოგა ბითაძე G ლიგაში:
22.3 ქულა, 14.3 მოხსნა, 4.5 პასი

"მაღალი უფრო მაღალის წინააღმდეგ" - ასე შეაფასეს გოგა ბითაძისა და ტაკო ფოლის ორთაბრძოლა. ეს ორი ცენტრი ამერიკული მედიის მტკიცებით, უახლოეს წლებში შესაძლოა, დომინანტები გახდნენ NBA-ში. 

გოგა V ფოლი

კომენტარები

ბოლო ამბები