Thumbnail
  • ინგლისურ კლუბს ჰაკიმ ზიეხის დამატება ჯერ კიდევ იანვარში სურდა
  • არსებული ინფორმაციით, ჩელსის ტრანსფერი 45 მილიონი ევრო დაუჯდება

ლონდონის ჩელსის ამსტედამის აიაქსიდან ჰაკიმ ზიეხის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას სურდა, თუმცა ჰოლანდიურმა კლუბმა გუნდის ერთ-ერთი ლიდერი შუა სეზონში არ გაუშვა და ტრანსფერიც ვერ შედგა.

De Telegraaf-ის ინფორმაციით, "არისტოკრატებმა" 26 წლის ფეხბურთელთან კონტრაქტი შეათანხმეს და მაროკოელი ზაფხულში ინგლისელებს 45 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ჰაკიმი ჰოლანდიაში ბოლო თვეებს ატარებს. ფეხბურთელს სურს, ქვეყნის ჩემპიონატი კიდევ ერთხელ მოიგოს. ზიეხს აიაქსთან ერთად ევროპალიგაში გამარჯვებაც სურს.

ჰაკიმს ჩელსისთან ხელშეკრულება ჯერ არ გაუფორმებია, თუმცა მოლაპარაკება მხოლოდ ლონდონელებთან მიმდინარეობს და აიაქსს სხვა კლუბებთან კონტაქტი არ სურს. არადა, ჰაკიმით ტოტენჰემი, რეალი, ბაიერნი, არსენალი და მანჩესტერ იუნაიტედიც ინტერესდებოდნენ, თუმცა როგორც ჩანს, შემტევი კარიერას ჩელსიში გააგრძელებს.

ჰაკიმ ზიეხმა ჰოლანდიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 18 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გატანილი გოლითა და 13 საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

კომენტარები

ბოლო ამბები