Thumbnail
  • მანჩესტერი ლესტერისა და ასტონ ვილას ფეხბურთელების ყიდვას აპირებს
  • ჯეიმს მედისონისა და ჯეკ გრილიშის დამატება ზაფხულში იგეგმება

მანჩესტერ იუნაიტედის მთავარი მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 2 ფეხბურთელის შეძენას გეგმავს.

ნორვეგიელ სპეციალისტს ლესტერისა და ასტონ ვილას ფეხბურთელების ყიდვა სურს და იუნაიტედის რეკორდის მოსახსნელად ემზადება. მანჩესტერელთა სატრანსფერო ზღვარი 89 მილიონი ფუნტია. ეს თანხა პოლ პოგბას სანაცვლოდ იქნა გადახდილი.

სულშერი მზადაა ლესტერელი ჯეიმს მედისონი 90 მილიონ ფუნტად შეიძინოს და ხელფასად კვირაში 200 ათასი შესთავაზოს, რაც ფეხბურთელის ამჟამინდელ ხელფასს 2-ჯერ აღემატება.

მანჩესტერ იუნაიტედის მეორე სამიზნე ჯეკ გრილიშია. ასტონ ვილას 18 წლის ფეხბურთელის გამოსყიდვა 70 მილიონ ფუნტად იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები