Thumbnail

ძაგნიძემ ლიდერობა დაკარგა – მარცხი ინდოელ მოჭადრაკესთან

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნანა ძაგნიძემ სენტ ლუისის უძლიერეს ტურნირზე პირველად წააგო
  • ქართველმა მოჭადრაკემ Cairns Cup-ზე მე-3 ადგილზე გადაინაცვლა

საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ (2515) სენტ ლუისში მიმდინარე უძლიერეს ტურნირზე პირველი მარცხი განიცადა, რაც ლიდერობის დაკარგვად დაუჯდა.

ქართველი მოჭადრაკე Cairns Cup 2020-ის მე-5 ტურს პირველი ადგილზე შეხვდა, ბოლო პარტიაში კი თეთრი ფიგურებით ინდოელ ჰამპი კონერუსთან (2580) წააგო.

შედეგად, ნანას 3.0 ქულა შერჩა და იმავე კონერუსთან ერთად მესამე-მეოთხე ადგილებს ინაწილებს, დამატებითი მაჩვენებლებით კი, მესამეა.

5 ტურის თავზე, ლიდერობას რუსი ალექსანდრა კოსტენიუკი (2504) და ჩინელი ცზიუ ვენცზიუნი (2583) ინაწილებენ. ისინი ძაგნიძეს 0.5 ქულით უსწრებენ.

12 თებერვალი ტურნირზე დასვენების დღეა, 13-ში კი მე-6 ტურის პარტიები შედგება. ძაგნიძე შავებით რუსეთის წარმომადგენელ კატერინა ლაჰნოს (2552) ეთამაშება, რომელიც 2.5 ქულით მე-5 პოზიციაზეა.

შეგახსენებთ, რომ Cairns Cup 2020 წრიული სისტემით 9 ტურად მიმდინარეობს და 16 თებერვალს დასრულდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 180 000 დოლარია, საიდანაც ჩემპიონი 45 ათასს მიიღებს, მეორეადგილოსანი – 35 ათასს, მესამეზე გასული კი - 25 ათასს.

კომენტარები

ბოლო ამბები