Thumbnail

კობი და ჯანა 7 თებერვალს დაუკრძალიათ – ცერემონიალი ვიწრო წრეში შედგა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • დაღუპულებთან გამოთხოვება 24 თებერვალს არის დაგეგმილი
  • ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ტრაგიკულმა შემთხვევამ იმსხვერპლა

ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი კობი ბრაიანტი და მისი ქალიშვილი ჯანა გასულ პარასკევს, 7 თებერვალს, დაკრძალეს. The Los Angeles Times-ის ინფორმაციით, სამგლოვიარო ცერემონიალი კალიფორნიულ კორონა დელ მარში მდებარე მემორიალურ პარკში Pacific View შედგა.

როგორც ირკვევა, კობის ოჯახს გარდაცვლილებთან გამოთხოვება ვიწრო წრეში სურდა, ამიტომაც მსახურების შესახებ ოფიციალური განცხადება არ გავრცელებულა.

შეგახსენებთ, რომ ბრაიანტი და მისი 13 წლის შვილი იმ 9 მგზავრს შორის იყვნენ, რომლებიც 26 იანვარს კალაბასასში ვერტმფრენის ჩამოვარდნას ემსხვერპლნენ. გარდაცვლილთა ნეშტები ოჯახს მხოლოდ გასულ სამშაბათს გადაეცა.

ფართო საზოგადოებისთვის დაღუპულებთან გამოთხოვების ცერემონიალი 24 თებერვალს სტეიპლს-სენთერშია დაგეგმილი. აღნიშნული რიცხვი შემთხვევით ნამდვილად არაა შერჩეული. ბრაიანტს ლეიკერსში სწორედ ეს ნომერი ეცვა, ჯანა კი მამბას სპორტის აკადემიაში 2 ნომრით თამაშობდა, რომელიც მე-2 თვეს ანუ თებერვალს შეესაბამება.

📋 მეტი ამ თემაზე:

კომენტარები

ბოლო ამბები