Thumbnail

‘მშვიდობით, მამბა’ - კობი ბრაიანტის ახალი, შთამბეჭდავი მურალი ფილიპინებზე

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი

ეს არც პირველია და არც უკანასკნელი - კობი ბრაიანტის ხსოვნას კიდევ ერთი შთამბეჭდავი მურალი მიეძღვნა და ისევ ფილიპინების რესპუბლიკაში.

FAREWELL MAMBA, ანუ, “მშვიდობით მამბა” - ასე უწოდა Painted World-ის გუნდმა თავის ნამუშევარს, რომლის ფოტოები და შექმნის ვიდეო მთელ მსოფლიოს მოივლის. მთავარი არტისტი და დიზაინერი მაია კარანდანგი გახლავთ. მას ბერნარდ კარლოს როდრიგესი, ჯერომ კისონი, შეილა ლოპესი, რეგი დონა და ზი არიბი ეხმარებოდნენ.

კობის ახალი მურალი, რომლის შექმნის ვიდეოც ზევით იხილეთ, ფილიპინების დედაქალაქ მანილას ერთ-ერთი უბნის მრავალბინიანი სახლის ეზოში, კალათბურთის არენაზე დახატეს.

მანამდე, კობი ბრაიანტის კიდევ ერთი მურალი ფილიპინებზე იანვრის ბოლოს შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ ლეგენდარული კალათბურთელი კობი ბრაიანტი 13 წლის ქალიშვილთან და კიდევ 7 ადამიანთან ერთად 26 იანვარს, კალაბასასში, შვეულმფრენის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა.

კომენტარები

ბოლო ამბები