Thumbnail
  • სად გააგრძელებს კარიერას გერმანიის ნაკრების თავდამსხმელი?
  • SPORT BILD: ტიმო ვერნერისთვის ბრძოლაში ფავორიტი ლივერპულია

ტიმო ვერნერს ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 20 გოლი აქვს გატანილი და ბომბარდირთა რეიტინგში მხოლოდ რობერტ ლევანდოვსკის (22) ჩამორჩება. ლაიპციგის ფორვარდი დღესდღეობით საუკეთესო გერმანელი თავდამსხმელია და ლოგიკურია, რომ ბევრი მსურველი ჰყავს. 

ტიმო ვერნერს ბუნდესლიგის ამ სეზონში 20 გოლი აქვს

გერმანული მედიის ინფორმაციით, ლივერპული პირველი კლუბია, რომელმაც ლაიპციგს 23 წლის ვერნერის ტრანსფერზე კონკრეტული წინადადებით მიმართა. როგორც ირკვევა, მიუნხენის ბაიერნი ტიმოსთვის ბრძოლას უკვე გამოეთიშა.

ჟურნალი Sport Bild წერს, რომ მერსისაიდელთა მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ვერნერს პირადად დაეკონტაქტა, ლივერპულმა კი ლაიპციგს მიმართა და თავდამსხმელის ზაფხულში გადაბირების სურვილი ოფიციალურად დააფიქსირა. ჩვენი გერმანელი კოლეგების ინფორმაციით, ვერნერი მზადაა, კარიერა ინგლისში გააგრძელოს და თანაც, კონკრეტულად ლივერპულში, რადგან მას მერსისაიდელთა თამაშის სტილისა და წარმატებების გარდა, პირველ რიგში კლოპის ფაქტორი ხიბლავს.

ლივერპულს შეტევაში ახლა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ტრიო ჰყავს: მო სალაჰი, რობერტო ფირმინო და სადიო მანე. თუ მერსისაიდელები ზაფხულში რომელიმე მათგანს არ გაუშვებენ, ვერნერს დიდი კონკურენცია ელოდება.

რობერტო ფირმინო შესაძლოა, ბაიერნში გადავიდეს და მას ტიმო ვერნერი შეცვლის

თუმცა კლოპმა ყველაზე კარგად იცის, რა სურს და ტიმოსთან დაკავშირებით კონკრეტული გეგმა აქვს. ინგლისური მედია წერს, რომ ლივერპულმა, შესაძლოა, ფირმინო გაუშვას. ამ უკანასკნელის ბერდს მიუნხენის ბაიერნს უკავშირებენ. ბავარიულ გრანდს ვერნერის შეძენა ასევე სურდა, მაგრამ Sport Bild-ის ინფორმაციით, ბაიერნს ვერნერი ამ ეტაპზე აღარ აინტერესებს.

კომენტარები

ბოლო ამბები