Thumbnail

იკერ კასილიასი პრეზიდენტობას აპირებს - 38 წლის მეკარის ახალი გამოწვევა

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • 38 წლის მეკარე ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობას აპირებს
  • მსოფლიოსა და ევროპის ორგზის ჩემპიონი ლუის რუბიალესის მეტოქე იქნება
  • როგორც ჩანს, ესპანელმა ფეხბურთელის კარიერის დასრულება გადაწყვიტა

პორტუს მეკარე იკერ კასილიასი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის (RFEF) საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატურის წარდგენას აპირებს.

ესპანეთის ეროვნული გუნდის ყოფილი მეკარე უკვე დაუკავშირდა ყოფილ თანაგუნდელებს ნაკრებიდან და გადაწყვეტილების შესახებ აცნობა. 38 წლის იკერს მხარდაჭერას ლა ლიგის კლუბების გაერთიანება და ესპანეთის ფეხბურთელთა ასოციაცია პირდება. 

კასილიასს ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონობა აქვს მოპოვებული

ორგანიზაციას 2018 წლის მაისიდან ლუის რუბიალესი ხელმძღვანელობს, რომელიც 2 წლის ვადითაა არჩეული. რუბიალესი, რომელიც თანამდებობაზე მეორე ვადით დარჩენას იმედოვნებს და არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, უკვე შფოთავს, რომ ასეთი სახელიანი ადამიანის კანდიდატურა მისთვის სერიოზული მეტოქე იქნება. 

ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნები წელს უნდა გაიმართოს, თუმცა კონკრეტული თარიღი უცნობია. ზოგიერთი წყაროს ცნობით, არჩევნები შესაძლოა გაზაფხულზე, მარტის ბოლოსაც ჩატარდეს.

ესპანელ მეკარეს შარშან გაზაფხულზე გულზე ოპერაცია დასჭირდა

იკერ კასილიასი ესპანეთის ნაკრებთან ერთად ევროპის ორგზის (2008 და 2012 წლები) და მსოფლიოს (2010) ჩემპიონია. ის მადრიდის რეალის აღზრდილია და ამ კლუბის ღირსებას 2015 წლამდე იცავდა, რის შემდეგაც პორტუგალიურ პორტუში გადავიდა. 

2019 წლის გაზაფხულზე კასილიასმა ვარჯიშის დროს ინფარქტი გადაიტანა. მეკარე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. იკერი ვარჯიშს ნოემბერში დაუბრუნდა, თუმცა ეჭვობდნენ, რომ გოლკიპერი მაღალ დონეზე ვაღარ ითამაშებდა.

კომენტარები

ბოლო ამბები