Thumbnail

'მეგონა ყველაფერი დასრულდა' - როგორ შეძლო მამუკელაშვილმა მაღალ დონეზე დაბრუნება

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • app.com-მა ქართველ კალათბურთელს სტატია მიუძღვნა
  • სანდრო მამუკელაშვილი ტრავმის პერიოდს იხსენებს

app.com-მა (Asbury Park Press) სანდრო მამუკელაშვილის დაბრუნებას მაჯის ტრავმის შემდეგ სპეციალური სტატია მიუღვნა.

სანდრო მამუკელაშვილმა მაჯის ძვალი 8 დეკემბერს მოიტეხა, მაგრამ სეტონ ჰოლის ფორვარდმა შეძლო მინიმალური დანაკარგით შეძლო გუნდში და ლიგაში პოზიციების აღდგენა, რასაც მოყვა შესანიშნავი თამაში ვილანოვასთან ისტორიულ გამარჯვებაში. ტრავმიდან მეორე დღესვე სანდროს მესიჯი მიუვიდა კლუბის ექიმ ტონი ტესტასგან. 

წაიკითხე | 'ამ გუნდს 21 წელი ველოდით' - მამუკელაშვილი NCAA-ს ოთხთა ფინალში?

სანდრო მამუკელაშვილი: "მაშინვე დავიწყე სირბილი. ყოველდღიურად რაღაცას ვმატებდი, ვხედავდი ბიჭებს და მსურდა, რომ არც მე ჩამოვრჩენოდი და დავნებებულიყავი. 

სანდრო 3-ქულიანებს 40.6%-იანი სიზუსტით ისვრის

როცა დავბრუნდი, პირველი რაც დეპოლთან თამაშის წინ მითხრა მწვრთნელმა იყო ის, რომ დიდი იმედები არ დამემყარებინა ამ თამაშისთვის, დამესახა რაიმე იოლად მისაღწევი მიზანი. ხოლო ტესტა ყველგან სადაც კი მივდიოდით მარბენინებდა, ხანხადახან ეს იმ არენის კიბეებზე ხდებოდა, სადაც ვთამაშობდით. 

იმის გამო, რომ ფეხის ტრავმა არ მივიღე, ვარჯიშის საშუალება სულ მქონდა და ფორმას ვინარჩუნებდი. კიდევ ერთი კარგი ამბავი ის იყო, რომ ცაცია ვარ, ძვალი კი მარჯვენა მაჯაზე გავიტეხე. იმდენი ვიმუშავე მარცხენა ხელით, რომ ამ დღეებში აღმოვაჩინე, კარგი მარცხენა ჰუკი მქონია. 

ყველაზე დიდი წინაღობა ფსიქოლოგიური ხასიათის იყო. უილიარდი დამეხმარა, მე ერთ-ერთი მონაწილე ვიყავი სავარჯიშო პროცესების და აქ მხოლოდ სკამზე ჯდომა და ყურება არ მიგულისხმია. ძალიან დამეხმარნენ თანაგუნდელებიც. 

არადა, პირველად, როცა ტრავმა მივიღე, მეგონა ყველაფერი დასრულდა. ძალიან ცუდ ხასიათზე ვიყავი. შემდეგ გაირკვა, რომ ეს ტრავმა არ იყო ძალიან სერიოზული. ბიჭებმაც შეძლეს და უჩემოდ ბევრი მატჩი მოიგეს, რაც მე მაძლევდა იმის საშუალებას, კონცენტრირება საკუთარ თავზე მომეხდინა - OK, მოდი, ნაბიჯ-ნაბიჯ მივუახლოვდები დაბრუნებას, არ ვიჩქარებ. და როცა მზად ვიყავი, უკვე შემეძლო 100 პროცენტით დახარჯვა მოედანზე. ისევ ვიგრძენი მოედანი". 

კომენტარები

ბოლო ამბები