Thumbnail

ბარსელონამ დაადასტურა - დემბელე 6 თვეს გამოტოვებს

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • დემბელესთვის სეზონი დასრულდა
  • კლუბის სამედიცინო სამსახურმა ვარაუდი დაადასტურა

ბარსელონას შემტევმა უსმან დემბელემ, რომელსაც ნოემბრის შემდეგ არ უთამაშია, თვის დასაწყისში ვარჯიშზე მარჯვენა მუხლის მყესი გაიწყვიტა.

ამბობდნენ, რომ დემბელესთვის სეზონი დასრულდა, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ 22 წლის საფრანგეთის ნაკრების წევრი 6 თვეს გამოტოვებს. 

2017 წელს ბარსელონაში გადმოსვლის შემდეგ, ფრანგმა ნახევარმცველმა რამდენიმე მძიმე ტრავმა გადაიტანა, რის გამოც ჯამში 63 თამაში აქვს გაცდენილი.

კომენტარები

ბოლო ამბები