Thumbnail

'სალაჰ, ეს შენ ხარ?' - მორაგბე, რომელიც ეგვიპტელ ფეხბურთელს მიამსგავსეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • სალფორდი 24:16 ტორონტო
  • 433-მა რის უილიამსი მოჰამედ სალაჰს მიამსგავსა

სალფორდის წითელმა ეშმაკებმა რაგბი ლიგის მე-2 ტურში ტორონტოს 8 ქულით მოუგო და სეზონში პირველი გამარჯვება იზეიმა. ცნობილი სპორტული გვერდი 433 სალფორდის ლელოს შემდეგი სათაურით აქვეყნებს: 'მოჰამედ სალაჰ, ეს შენ ხარ?!'.

სალაჰს მიმსგავსებული მორაგბე რის უილიამსია, რომელმაც მართლაც შთამბეჭდავი ლელო დადო და თავისი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. რის უილიამსი სირბილის დროს მართლაც ჰგავდა მოჰამედ სალაჰს, თუმცა გვერდის მომხმარებლები მას მარსელოსაც ამსგავსებდნენ.

კომენტარები

ბოლო ამბები