Thumbnail
  • ნაპოლიმ რომას უმასპინძლა და 2:4 წააგო.
  • ედინ ჯეკომ დუბლი შეასრულა.
  • ნაპოლი დაკარგული ქულების მიხედვით ჩემპიონატის ლიდერი აღარ არის.

იტალიის სერია A-ს 27-ე ტურში ნაპოლი მოულოდნელად, 2:4 დამარცხდა რომასთან და ახლა იუვენტუსს მისი გადასწრების შანსი აქვს - ნაპოლი კვლავ ლიდერია 69 ქულით, მაგრამ იუვენტუსს (68 ქულა) თამაშით ნაკლები აქვს გამართული.

► დიბალას და ბუფონის შოუ - იუვენტუსმა ლაციო ბოლოს წუთზე გატეხა

101 მატჩია, რაც ნაპოლის არ წაუგია თამაში, რომელშიც დაწინაურდა. ეს სერია დღეს შეწყდა.

ანგარიში ლორენცო ინსინიემ მე-6 წუთზე გახსნა, ხოლო მატჩის ბოლო გოლი მისმა თანაგუნდელმე დრის მერტენსმა 92-ე წუთზე გაიტანა. ნაპოლის ამ ორ გოლს შორის კი სტუმრებმა 4 გაიტანეს - ჯენგიზ უნდერმა მე-7 წუთზე გაათანაბრა, ედინ ჯელომ კი 26-ე წუთზე გაიყვანა რომა წინ.

მეორე ტაიმში ჯეკომ დუბლი შეასრულა, ერთი გოლი კი დიეგო პეროტის ანგარიშზეა. რომა 53 ქულით მე-3 ადგილზეა.

მაურიციო სარი:

"ზოგიერთ ეპიზოდში უბრალოდ არ გაგვიმართლდა. ახლა მშვიდად უნდა დავჯდე და ვნახო, სად შევცდით, რა გავაკეთეთ არასწორად. ბოდიში ჩვენ ფანებს, ისინი დღესაც შესანიშნავები იყვნენ, ჩვენ კი ვერ გავუმართლეთ, თუმცა მათ კარგად იციან, რომ ცდა არ დაგვიკლია".

კომენტარები

ბოლო ამბები