Thumbnail
  • ნუგზარ წურწუმიამ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიგო
  • მან მესამე ადგილისთვის ბრძოლაში რუმინელი მეტოქე 8:0 დაამარცხა

ნუგზარ წურწუმიამ იტალიის დედაქალაქ რომში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯოს მედალი მოიპოვა. ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა გადამწყვეტ ბრძოლაში ბრწყინვალედ იასპარეზა და რუმინელი ფლორინ ტიტა 8:0 გაანადგურა. ნუგზარმა პირველი პერიოდი 5:0 მოიგო, რის შემდეგაც მეტოქეს მეორე პერიოდში კიდევ 3 ქულა აართვა და საქართველოს ნაკრებს პირველი მედალი მოუტანა.

პირველი ოქროს მედლისთვის მძიმეწონოსანი ლევან არაბული იბრძოლებს. ფინალში გავიდა იური ლომაძეც (72კგ), ხოლო ამირან შავაძე (60კგ) ბრინჯაოს მედლის მოპოვებას შეეცდება.

ნუგზარ წურწუმიამ რუმინელი ფლორინ ტიტა 8:0 გაანადგურა

ნუგზარ წურწუმიამ რუმინელი ფლორინ ტიტა 8:0 გაანადგურა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა

Posted by Silk Sport on სამშაბათი, 11 თებერვალი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები