Thumbnail

Bleacher Report-ის მაიკლ სკოტოს თუ დავუჯერებთ, ანდრე დრამონდი რომ არა, გოგა ბითაძე ინდიანაში ცენტრის პოზიციაზე მთავარი კონკურენტის გარეშე რჩებოდა. სკოტო ამტკიცებს, რომ ინდიანა პირველივე შესაძლებლობისთანავე NBA-ს გასული სეზონის საუკეთესო დამფარებელს, მაილს ტერნერს შეელევა. ეს შეიძლებოდა 6 თებერვლამდეც მომხდარიყო...

"ინდიანას ხელმძღვანელობის აქტიური სატელეფონო საუბრები ზაფხულის ბაზარზე გააქტიურების უტყუარი ნიშანია. პეისერსის კონკურენტი კლუბების ბოსებს მიაჩნიათ, რომ ინდიანა მალე დაშლის "მაღლების" ტრიოს: ოლ სტარელ დომანტას საბონისს, მაილს ტერნერსა და გოგა ბითაძეს. ყველაზე ხშირად ტერნერის ტრეიდზეა საუბარი. 

კავალიერსი ცდილობდა მის ხელში ჩაგდებას და მოლაპარაკებაც მიმდინარეობდა, მაგრამ კლივლენდს ხელში ხელსაყრელი ვარიანტი ჩაუვარდა - ანდრე დრამონდი დეტროიტიდან".

ინდიანამ გოგა ბითაძე დრაფტის მე-18 ნომრად აირჩია

"შარშანდელი სეზონის შემდეგ, ტერნერმა მოუკლო და რას მისგან ელოდნენ, ის თვისებები უფრო საბონისმა გამოავლინა, ქულებისა და მოხსნების მანქანა გახდა. ტერნერისა და საბონისის დუეტი კარგად მოქმედებს, მაილსი ანაზღაურებს საბონისის სისუსტეებს 3-ქულიანებსა და დაფარებებში, მაგრამ ამტკიცებენ, რომ ინდიანა მაინც მზად არის დაიტოვოს ახალგაზრდა საბონისი, რომელსაც 4-წლიანი 77$ მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა სეზონის დასაწყისში და გაუშვან ტერნერი", - წერს ClutchPoints.

ინდიანა ტერნერში, რომელიც საშუალოდ 11.8 ქულას, 6.0 მოხსნასა და 2.0 დაფარებას აკეთებს, სარფიან წინანადებას ელის.  

სხვათა შორის, ClutchPoints-მა მაილს ტერნერი NBA-ს სეზონის TOP 5 იმედგაცრუებაში შეიყვანა მე-4 ადგილზე. "საბონისის ახალი კონტრაქტისა და გოგა ბითაძის აღზევების გათვალისწინებით, ზაფხულში ტერნერმა დიდი ალბათობით, შეიძლება სხვა გუნდის მაისურა მოირგოს. თუმცა ეს ტრეიდი შეცდომა იქნება, თუ ინდიანა სანაცვლოდ სერიოზულ კალათბურთელებს არ მიიღებს", - წერს გამოცემა. 

გამოკითხვა

ვინ გახდება რეგულარული სეზონის MVP?

  • იანის ანტეტოკუნმპო
  • ჯეიმს ჰარდენი
  • ლუკა დონჩიჩი
  • ლებრონ ჯეიმსი
  • ენტონი დევისი
  • კავაი ლეონარდი
  • ჯოელ ემბიდი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები