Thumbnail
  • კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი თორნიკე შენგელიას აღიარებას გამოეხმაურა
  • პაატა გურასპაულს მიაჩნია, რომ თოკო კიდევ არაერთ ჯილდოს მიიღებს

ლიგა ენდესას სათაო ოფისში გამართულ დაჯილდოვებაზე “Premios Gigantes”, რომელიც 32-ედ ჩატარდა, თორნიკე შენგელიას პრესტიჟული ჯილდო გადაეცა. ესპანეთში ძალიან პოპულარულმა ჟურნალმა Gigantes del Basket-მა ქართველი კალათბურთელი ესპანეთის ჩემპიონატის წლის გიგანტად დაასახელა. 

საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა პოპსპორტთან თოკოს აღიარებაზე ისაუბრა: 

პაატა გურასპაული: “თორნიკეს წლის გიგანტად დასახელება უმნიშვნელოვანესი მოვლენაა. მან ეს ჯილდო აბსოლუტურად დამსახურებულად მიიღო. თუ გავითვალისწინებთ, რომ თოკოს შესანიშნავი სტატისტიკა აქვს, თავისი გუნდის გამორჩეული კალათბურთელია და თამაშის მიმდინარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ იგი ლიგის ყველაზე დომინანტი კალათბურთელია. ნამდვილად არ გამიკვირდება, თუ სეზონის ბოლოს მას კიდევ არაერთ ჯილდოს გადასცემენ, თუმცა კონკურენტებიც სერიოზული ჰყავს, იგივე მიროტიჩი და გიორგი შერმადინი. ბასკონია წელს არაა ისეთი ძლიერი, როგორც წინა სეზონებში, შენგელია კი, თავისი ქარიზმითა და ლიდერის თვისებებით ახერხებს იმას, რომ გუნდს ურთულესი მატჩები მოაგებინოს. ძალიან მოხარული ვარ, რომ მისი გარჯა დაფასდა”

Gigantes del Basket-ის და ლიგა ენდესას მიერ ჩატარებულ ერთობლივ დაჯილდოებაზე თორნიკე შენგელიას პრიზი ლიგის შეფმა, იგნასიო ხიმენეს სოლერმა გადასცა.

კომენტარები

ბოლო ამბები