Thumbnail
  • როპის პირველობას იტალიის დედაქალაქი რომი მასპინძლობს
  • დღეს, ხალიჩაზე 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გავიდნენ

იტალიის დედაქალაქ რომში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ევროპის ჩემპიონატი გრძელდება, სადაც მეორე საჭიდაო დღეს ხალიჩაზე 5 წონითი კატეგორიის წარმომადგენლები გამოვიდნენ: 60, 67, 72, 82 და 97 კგ.

ორი ქართველი მოჭიდავე ნახევარფინალში გავიდა - ოქროს მედლისთვის ბრძოლას იური ლომაძე და ამირან შავაძე აგრძელებენ. ამირან შავაძემ (60კგ) ფინალამდე შვეიცარიელ დიმიტარ სანდოვს 8:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი ფინელ ალექსეი ლატვალას იმავე ანგარიშით სძლია. შავაძის მეტოქე ნახევარფინალში თურქი ქერემ ქამალი იქნება.

იური ლომაძეს (72კგ) პირველი ბრძოლა გაუჭირდა, თუმცა მომდევნო ორი შეხვედრა ერთნაირი ანგარიშით 11:0 მოიგო და ნახევარფინალში ისიც თურქ მოჭიდავეს, სელჩუკ ჩანს დაუპირისპირდება.

იური ლომაძე (72 კგ) ბრწყინვალედ შესრულებული ხუთქულიანი გდებებით სუფთად ამარცხებს

იური ლომაძე (72 კგ) ბრწყინვალედ შესრულებული ხუთქულიანი გდებებით სუფთად ამარცხებს ხორვატ ეტლინგერს და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გადის 🇬🇪☝💪😍 სამწუხაროდ რევაზ ნადარეიშვილმა (97 კგ) დათმო მეოთხედფინალურ შეხვედრა ფინელ კოუსმანენთან 0-3

Posted by GeoWrestling - საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია on სამშაბათი, 11 თებერვალი, 2020

გიორგი შოთაძე (67კგ) მერვედფინალიდან გავარდა - მან კარენ ასლანიანთან 0:9 წააგო. პირველ ეტაპზე დამარცხდა მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა გობაძე (82კგ), რომელმაც ბელარუს სტანისლავ შაფარენკასთან 0:4 წააგო.

რევაზ ნადარეიშვილი (92კგ) ჩემპიონობისთვის ბრძოლას მეოთხედფინალში გამოეთიშა - ის ფინელ კოუსმანენთან 0:3 დამარცხდა და ფინელის ფინალში გასვლის შემთხვევაში, ბრძოლას ბრინჯაოს მედლისთვის გააგრძელებს.

ფინალური ბლოკი სილქ უნივერსალზე 21:00-საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ ნუგზარ წურწუმია ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს, ხოლო ევროპის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებას ლევან არაბული შეეცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები