Thumbnail
  • რეალმა ხეტაფეს 3:1 მოუგო.
  • კრიშტიანო რონალდომ დუბლი შეასრულა.

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში მადრიდის რეალმა მადრიდული დერბი მოუგო ხეტაფეს - 3:1. 

24-ე წუთზე ანგარიში ისკოს პასით გარეთ ბეილმა გახსნა. 45-ე წუთზე კი ქარიმ ბენზემამ კრიშტიანო რონალდოს გაატანინა. 

მას მერე, რაც ასეთ სტატისტიკას ითვლიან კრიშტიანო რონალდო ლა ლიგაში საუკეთესო გახდა თავით გატანილ გოლებში - 50.

47-ე წუთზე ხეტაფე 10 კაცის ამარა დარჩა - ლოიკ რემი გააძევეს. მიუხედავად ამისა, გოლი ხეტაფემ გაიტანა - 65-ე წუთზე პორტილიომ პენალტი გამოიყენა, მაგრამ 78-ე წუთზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა, რონალდომ თავურით დუბლი შეასრულა. ერთ წუთში ზიდანმა ფეხმტკივანი რონალდო გამოცვალა. ჯერ უცნობია, რამდენად სერიოზულია მადეირელის ტრავმა. 

კრიშტიანო რონალდო გახდა მეორე ფეხბურთელი ვინც ლა ლიგაში 300 გოლი გაიტანა, პირველი ლეო მესია.

რეალი 54 ქულით მესამე ადგილზეა, ხეტაფე 36 ქულით მე-10 ადგილზეა. 

მომდევნო სეზონიდან ლა ლიგაში ვიდეორეფერის შემოიღებენ, რაც ძალიან კარგია, რადგან მარტო ამ თამაშში ათამდე საკამათო სიტუაცია იყო და მსაჯი ყოველთვის სწორ გადაწყვეტილებას ვერ იღებდა. 

სხვა მატჩები

ვილიარეალი-ჟირონა 0:2

სევილია-ბილბაო 2:0

ლეგანესი-მალაგა 2:0

დეპორტივო-ეიბარი 1:1

კომენტარები

ბოლო ამბები