Thumbnail
  • ლეგენდარულმა ბრაზილიელმა ფირმინო შეაქო
  • კაკამ კომენტარი ლივერპულზე და კლოპზეც გააკეთა 

2007 წლის "ოქროს ბურთის" მფლობელმა კაკამ ლივერპულის, მისი მწვრთნელის, იურგენ კლოპისა და თანამემამულე რობერტო ფირმინოს შესახებ ისაუბრა. მისი აზრით, ფირმინო იურგენ კლოპის სისტემის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა.

რატომ არის ფირმინო ლივერპულისთვის მნიშვნელოვანი? squawka რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

  • მიუხედავად იმისა, რომ ფირმინო არ არის ტიპური ფორვარდი და ბევრი გოლის გამტანი, იგი მაინც საკმაო რაოდენობის გოლს იტანს და კარგად მოქმედებს ე.წ. ცრუ ცხრიანის პოზიციაზე.
  • ბრაზილიელი ხშირად ჩადის მოედნის სიღრმეში, ამით წინ სივრცეებს უტოვებს სადიო მანესა და მოჰამედ სალაჰს, რომლებსაც მოქმედებისთვის უფრო დიდი არეალი რჩებათ.
  • 28 წლის ფეხბურთელს კარგად შეუძლია ნახევარდაცვისა და შეტევით ხაზებს შორის გადაადგილება და მათი დაკავშირება. ამით ფირმინო თანაგუნდელებს საქმეს უმსუბუქებს.
  • 2016/17 წლების სეზონის დასაწყისიდან დღემდე, არცერთ ლივერპულის მოთამაშეს ფირმინოზე მეტი საგოლე შანსი არ შეუქმნია (214).

"ამ დროისთვის მსოფლიოს საუკეთესო მეკარე ალისონია. ფაბინიო ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ფირმინო და ლუის სუარესი კი მსოფლიოში საუკეთესო თავდამსხმელები არიან. ფირმინომ იცის თავისი ადგილი მოედანზე და იცვლის პოზიციებს. ის არ რჩება ერთ კონკრეტულ კვადრატში და მიდის ბურთის მისაღებად. ჩემთვის, როგორც ბრაზილიელისთვის, კარგია, როცა ვხედავ, რომ მათ პრემიერლიგაში წარმატებას მიაღწიეს", - განაცხადა კაკამ Sky Sports-თან საუბრისას.

კაკამ ბრაზილიელების გარდა, ლივერპულსა და იურგენ კლოპზეც ისაუბრა. მან შეაქო გერმანელი სპეციალისტი, თუმცა მან წინასწარ გააფრთხილა "მერსისაიდელები", რომ შესაძლოა ეს სეზონი მათი წარმატების მწვერვალი იყოს და მსგავსი სეზონები მომავალში ვეღარ ჩაატარონ.

"კარგია, რომ გუნდი ამ გზით თამაშობს, რადგან ეს მხოლოდ ერთი სეზონია. არ ვამბობ, რომ ლივერპული ცუდია, მაგრამ პრემიერლიგის მსგავს კონკურენციაში, რთულია მსგავსი სეზონი გქონდეს. ეს აჩვენებს, რომ ლივერპული კარგ ფორმაშია და მას ძალიან კარგი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. იურგენი პიონერი მწვრთნელია. მას არ ეშინია შეცვალოს და სცადოს რაიმე განსხვავებული. პრემიერლიგა ძალიან კარგი ჩემპიონატია იმ მწვრთნელების გამო, რომლებიც აქ მუშაობენ", - დაამატა კაკამ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას?

  • სიტი
  • ლივერპული
  • ბარსელონა
  • პსჟ
  • ბაიერნი
  • იუვენტუსი
  • რეალი
  • სხვა

კომენტარები

ბოლო ამბები