Thumbnail
  • ლოზანაში ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა
  • საკვალიფიკაციო ტურნირში მონაწილე თორმეტი ნაკრები სამი ლიცენზიისთვის იბრძოლებს

შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების, წყალბურთის სალიცენზიო ტურნირის კენჭისყრა ჩატარდა, სადაც 12 გუნდი ორ ქვეჯგუფში გადანაწილდა.

ისტორიაში პირველად, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ეტაპზე ითამაშებს.

საქართველოს ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც კანადასთან, ბრაზილიასთან, მონტენეგროსა და საბერძნეთთან მოუწევს დაპირისპირება. კიდევ ერთი ნაკრები ჯგუფში აზიის ზონიდან მოხვდება.  

A ჯგუფი: საქართველო, აზია 1, კანადა, ბრაზილია, მონტენეგრო, საბერძნეთი.

B ჯგუფი: ხორვატია, ჰოლანდია, აზია 2, რუსეთი, გერმანია, არგენტინა.  

2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ტურნირი 22-29 მარტს როტერდამში გაიმართება. ბოლო ინფორმაციით, საკვალიფიკაციო ტურნირზე 3 ლიცენზია გათამაშდება და საქართველოს ნაკრებს სწორედ სამეულში მოსახვედრად მოუწევს ბრძოლა.

კომენტარები

ბოლო ამბები